ხმაური ტყიბულში – უფასო სასადილოში ბენეფიციარების ნაწილი მომსახურების ხარისხს და კვების რაციონს აპროტესტებს. მათი თქმით, საკვებს მინიმალურს იღებენ, კვირას და დღესასწაულებზე კი ამ ნობათის გარეშეც რჩებიან.
ბენეფიციარები აცხადებენ, რომ უფასო სასადილო მათი ერთადერთი საარსებო საშუალებაა და ამიტომ, კვებას ყოველდღიურად მოითხოვენ.
ასევე აპროტესტებენ სააღდგომოდ გაცემულ ნობათს და განმარტავენ, რომ ორი დღის საკვებად ორი პასკა და ათი კვერცხი დაურიგეს.
უფასო სასადილოს ხარისხით კმაყოფილია ბენეფიციართა ნაწილი, თუმცა, ამბობენ, რომ სასურველია, მომსახურება ყოველდღე იყოს.
ბრალდებებს არ იზიარებს სასადილოს წარმომადგენელი და ამბობს, რომ ისინი არსებული პროტოკოლით მუშაობენ.
უფასო სასადილოში 110 ბენეფიციარია დარეგისტრირებული.
rustavi2.ge









