გუშინ , ღამის საათებში, გადაუღებელმა ძლიერმა წვიმებმა, დიდი დიღომის ქუჩების დატბორვა გამოიწვია, კერძოდ შემთხვევა მირიან მეფის გამზირზე მოხდა.
ადგილობრივების თქმით გზაზე წყლის დინება არ ჩერდება და იტბორება მანქანები. მათივე ინფორმაციით, მთელ უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა.
ასევე დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.
ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.










