ემზარავი ფაქტი თბილისში – საქმე დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში უბნელების მიერ მოზარდზე მუქარასა და სექსუალურ ძალადობას ეხება. დაზარალებული 7 წლის ბავშვია, მოძალადეებს შორის კი ორი არასრულწლოვანი, ხოლო ერთი ზრდასრულია.
“მიმდინარეობს გამოძიება, მე რამდენადაც ვიცი, საქმის მასალებს არ გავცნობივარ და ვერაფერს ვიტყვი, ოჯახს არ სურს ამ თემაზე საუბარი საჯაროდ, ტელევიზიით”, – თქვა ოჯახის ადვოკატმა, მილერი ხარებავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით გამოძიება სავარაუდოდ მომხდარ სქესობრივ დანაშაულზე მიმდინარეობს.










