ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.
https://stopcov.ge/ -ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 310 310
- გამოჯანმრთელებულია – 290 767
- გარდაცვლილია – 4 110
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 27 895, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 090 , PCR ტესტით – 16 805
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,29%, ბოლო 14 დღის – 4,7%, ბოლო 7 დღის – 4,85%
- კარანტინის რეჟიმში – 99
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 873
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 749
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 923 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 90, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 48, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 47, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 151 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 128 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,1 მილიონზე მეტი.










