“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადიადო. მოსამართლემ შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. პროცესს ბრალდებული არ ესწრებოდა, რადგან ის ნინო ჩახნაშვილმა წინა სასამართლო სხდომაზე დარბაზიდან გააძევა.
მომდევნო პროცესი 13 მაისს 12 საათზე ჩაინიშნა. განრიგი კი შემდეგი იქნება:
- 21 მაისი 11 საათი
- 25 მაისი 15 საათი
- 27 მაისი 12 საათი.
პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.
“ვიშუამდგომლებთ, რომ პროცესი გადაიდოს, ნამდვილად არ აქვს აზრი არანაირ სამართლებრივ არგუმენტებს, არც სასამართლოსთვის და არც პროკურატურისთვის”,– თქვა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.
ცნობისათვის : “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე უკვე 2 თვეზე მეტია პატიმრობაშია.
წყარო : “მთავარი”.










