დღეს, 27 აპრილს დილიდან “რუსთავის აზოტის” თანამშრომლები გაიფიცნენ. ამ დროისათვის დაახლოებით 300 ადამიანია გაფიცული, ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ.
“მთავარი შესასვლელი დაკეტილია, მუშა-მოსამსახურეების ნაწილი გამოსულია, სოციალურ პირობებზეა ლაპარაკი, ხელფასზე, არავინ ყურადღებას არ აქცევს დილიდან აქ ვდგავართ, საშუალო ხელფასი 600 ლარსაც არ სცდება, არც ნორმირებული საათი აქვთ, ხვდებით რა პირობებზეა საუბარი?!” – უთხრა “მთავარს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრისგან დაპირება მიიღეს, რომ თბოელექტროსადგურის გახსნის შემდეგ მათი ხელფასები 20%-ით გაიზრდებოდა, თუმცა დაპირება, დაპირებად დარჩა.
“რუსთავის აზოტის” თანამშრომლები ასევე აცხადებენ , რომ თუ მათი პირობეები არდაკმაყოფილდება ისინი პროტესტს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.
ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.










