26 აპრილს უკრაინაში 1986 წლის ჩერნობილის ავარიის დღე აღინიშნება – დღე, როდესაც მსოფლიოში ყველაზე მძიმე ბირთვული კატასტროფა მოხდა. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორში მომხდარმა აფეთქებამ უკრაინასა და მეზობელ ბელორუსში ძლიერი დაბინძურება გამოიწვია და სადგურიდან 30 კილომეტრის (19 მილის) რადიუსში ნეიტრალური ზონა შეიქმნა. როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, ეს ტერიტორია შესაძლოა 24 000 წლის განმავლობაში ადამიანისთვის საშიში იყოს.
2021 წლის 12 აპრილს უკრაინის მიტოვებულ ქალაქ პრიპიატში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მდებარე საბავშვო ბაღში სათამაშოები ჩანს.
ფოტოებს “როიტერსი” ავრცელებს.




























