კინოთეატრი “აპოლო” რესტავრაციის გეგმას ამუშავებს.
“აპოლოს” მფლობელების განცხადებით, კეთდება ორი იარუსი, დაბალშემოსავლიანები მეორე იარუსზე განთავსდებიან, ხოლო მაღალშემოსავლიანები ქვედა იარუსზე და ბარით, რესტორნით, კონცერტით და კაბარეს სტილის სივრცით ისიამოვნებენ.
როგორც არქიტექტორმა ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა განაცხადა, მათი პროექტის მიხედვით, შენობაში გაჩნდება საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზი. იქნება შემოსასვლელი ლობი, რომელიც ქალაქს მოემსახურება.
„პარტერის და იარუსის საზოგადოება ერთმანეთს არ ხვდება. ზედა იარუსი მთლიანად სკამებია. ეს არის დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის,“ – თქვა არქიტექტორმა გადაცემა „რეალურ სივრცეში“ და განმარტა, რომ პროექტი საზოგადოების დაყოფას არ ემსახურება.
არქიტექტორმა მაგალითად მოიყვანა ლა სკალას შენობა, რომელსაც აქვს ორი შესასვლელი: მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი ხალხისთვის.
“აპოლოს“ პრივატიზება პირველად 1992 წელს მოხდა, შემდეგ კი 1998 წელს.
არსებული პროექტი ასე გამოიყურება:
მანამდე არსებული პროექტი, რომელიც არქიტექტურის სამსახურში შევიდა და რომელსაც უარი უთხრეს.
fortuna.ge