დღეს, 21 აპრილს რუსეთში არსებული რეჟიმისა და პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქციები გაიმართება. დღესვე პროტესტს კიდევ ერთხელ გამოხატავენ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები.
საპროტესტო ტალღას შეუართდებიან თბილისშიც, აქცია თავისუფლების მოედანზე 7 საათზე ჩაინიშნა.
“ჩვენ გამოვდივართ აქციაზე, რათა მხარი დავუჭიროთ იმ მოქალაქეებს რუსეთში, რომელთაც საპროტესტოდ გამოსვლის არ ეშინიათ!
ჩვენ გვინდა, მათ დაინახონ მხარდაჭერა ჩვენგან!
ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ დაინახოს – რუსეთი არა მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოებთან ომში კლავს ადამიანებს, არამედ ქვეყნის შიგნითაც – საკუთარ მოქალაქეებს!
ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ გვძულს XXI საუკუნის მთავარი მკვლელი – პუტინი!” – წერენ აქციის ოგრანიზატორები.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ დააკავეს ციხეში შიმშილობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება, იგი კლინიკაშია გადაყვანილი.
აქციების პარალელურად დღეს, მოსკოვში პუტინის მიმართვაა დაგეგმილი.
ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.