LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ისრაელში მცხოვრებ ქართველებს საელჩო აფრთხილებს

რა პირობებით მოუწევთ მუშაობა ისრაელში დასაქმებულ ქართველებს

დაპოსტა 2021/04/12-ში
A A
74
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალური დასაქმებით, კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში თვეში შრომითი ანაზღაურების სახით სულ მცირე 5300 შეკელს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული თანხა 2021 წლის 11 აპრილის კურსის შესაბამისად, 1610 აშშ დოლარის ექვივალენტს შეადგენს. ხოლო კვირაში 58 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში – 8023 შეკელია, რაც დაახლობით 2440 აშშ დოლარია თვეში.

12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/ .

სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

„დასაქმების ხანგრძლივობა: 1 წელია (ისრაელში ჩასული დასაქმებული მიიღებს ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში). კანდიდატს უნდა ესმოდეს და ეთანხმებოდეს, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ისრაელი სამუშაო ვიზის ვადის გასვლის შემდეგ. ასევე აცნობიერებდეს, რომ იგი ვერ შეძლებს მომავალში ისრაელში მუშაობას.

სამუშაო ადგილების კვოტა: 2021 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება ისრაელში.

დამხმარე მუშაკები ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში დასაქმდებიან. მათ ევალებათ ხანდაზმულების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მოვლა.

დამხმარე მუშაკის ფუნქცია-მოვალეობები: პაციენტის მოვლა და გადაადგილებაში დახმარება; პაციენტის ჰიგიენაზე ზრუნვა (მათ შორის, დაბანა, მოწესრიგება, თეთრეულის გამოცვლა); პაციენტის კვება/კვებაში დახმარება; პაციენტთან კომუნიკაცია; პალატის სისუფთავის დაცვა; ექთნის ზედამხედველობისა და მითითებების შესაბამისად პაციენტებისათვის საჭირო სხვა დახმარების გაწევა.

სამუშაო დრო: დასაქმება გულისხმობს მუშაობას სრული განაკვეთით – კვირაში 6 სამუშაო დღე, 42 საათი კვირაში. შესაძლებელია ზეგანაკვეთური მუშაობა (კვირაში დამატებით 16 საათი ან მეტი), რომელიც ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: განათლება: მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული; უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი; ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 25-დან 45 წლამდე; ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი; ნასამართლეობის არმქონე; ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე; არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ; არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში; კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში; კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის და სხვა ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. (აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).

შერჩევის და დასაქმების პროცედურები: ისრაელში დამხმარე მუშაკად დასაქმების მსურველი კანდიდატების შერჩევა მოიცავს შემდეგ პროცედურებს: ონლაინ რეგისტრაცია პორტალზე: www.workabroad.moh.gov.ge;

მონაცემების გადამოწმება და კანდიდატთა პირველადი შერჩევა; გასაუბრება (*გასაუბრებისას მოხდება რუსული/ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება); წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა; შერჩეული კანდიდატების მიერ სამედიცინო შემოწმების გავლა და ნასამართლეობის ცნობის წარმოდგენა (*სამედიცინო შემოწმების ჩატარებას ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო); ისრაელის მოსახლეობისა და საემიგრაციო სამსახურის მიერ კანდიდატების საბოლოო შერჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

შერჩეული კანდიდატის მიერ გამგზავრებამდე გასაწევი ხარჯები: საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ღირებულება (მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის არ ქონის შემთხვევაში); ისრაელში გამგზავრების ბილეთის საფასური; სამედიცინო გამოკვლევის საფასური; COVID-19-ზე PCR ტესტის საფასური.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისა, ისრაელში დასაქმებასთან დაკავშირებით, შერჩევისა და დასაქმების არც ერთ ეტაპზე, განმცხადებელი არ გადაიხდის არანაირ საფასურს.

შრომის ანაზღაურება: კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში თვეში დარიცხული ხელფასი შეადგენს სულ მცირე 5300 შეკელს (2021 წლის 11 აპრილის კურსის შესაბამისად, 1610 აშშ დოლარის ექვივალენტი), ხოლო კვირაში 58 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში – 8023 შეკელი (დაახ. 2440 აშშ დოლარი თვეში).

ხელფასის დაბეგვრა: საშემოსავლო გადასახადი: დარიცხული ხელფასი 6330 შეკელამდე – იბეგრება 10%-ით, ხოლო 6631-დან 9080-მდე – 14%-ით; სოციალური დაზღვევის გადასახადი: ხელფასის 0.04%, თუ დარიცხული ხელფასის ოდენობა არ აღემატება 6330 შეკელს, ხოლო თუ დარიცხული თვიური ხელფასი 6330 შეკელზე მეტია, გადასახადის განაკვეთია 0.87 % ყოველ დამატებითი შეკელზე. სამედიცინო დაზღვევა: 125 შეკელი; საცხოვრებლის ხარჯი: 264-დან 485 შეკელამდე; კომუნალური გადასახადი: დაახლოებით 93 შეკელი. აღნიშნული გადასახადებისა და გადასახდელების გადახდის შემდეგ ე.წ. „ხელზე ასაღები“ ხელფასი თვეში იქნება სულ ცოტა 1100 აშშ დოლარი (კვირაში 42 საათის მუშაობის შემთხვევაში), ან 1800 აშშ დოლარი (კვირაში 58 საათის მუშაობის შემთხვევაში).

გარდა ამისა, დამსაქმებელი მიგრანტი მუშაკის სადეპოზიტო ფონდში ყოველთვიურად რიცხავს დარიცხული ხელფასის სულ მცირე 12.5%-ს, რომელიც საქართველოში გამომგზავრების დროს უბრუნდება დასაქმებულს შესაბამისი გადასახდელის (15%) გამოკლებით. სადეპოზიტო თანხა დაახლოებით 2-3 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტია და დამოკიდებულია დარიცხული ხელფასის ოდენობაზე.

სრული ერთწლიანი დასაქმების შემდეგ მუშაკს აქვს ასევე ერთჯერადი წლიური პრემიის მიღების უფლებაც.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს https://www.facebook.com/worknet.gov.ge ან დაუკავშირდით ჯანდაცვის ცხელ ხაზს – 1505“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს რამდენიმე რეგიონების, მათ შორის დედაქალაქს დენი არ მიეწოდება

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
მთავარი

საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დროისთვის, საქართველოს რამდენიმე ქალაქს, მათ შორის დედაქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ დენი არ მიეწოდება რუსთავსა და ბათუმსაც. "ფეისბუქის"...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 21 წლის ახალგაზრდა უბედურ შეთხვევას ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში უბედურ შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სამუშაოების დროს კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 21 წლის ახალგაზრდა დაშავდა...

დაწვრილებითDetails

დიუშენის პაციენტი 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალ

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

დიუშენის პაციენტი 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ავრცელებს. „ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ მწუხარებით იუწყება რომ გარდაიცვალა დიუშენის მებრძოლი პაციენტი...

დაწვრილებითDetails

“მისი გაუპატიურების ერთი ეპიზოდი, მამის საფლავზე მოხდა” – ნატა ვიბლიანის უმძიმესი საქმე

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, ბრძანება გასცეს რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო – რას ყვება ნატა ვიბლიანი
მთავარი

"ნატა ვიბლიანი  მამის საფლავზე გააუპატიურეს"- განცხადება ემიგრანტი ქალის გამოკითხვის შემდეგ, ადვოკატმა მარიამ ბარსონიძე გააკეთა. იურისტის თქმით, სასაფლაოს ეპიზოდში  ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი ფიგურირებს, რომელსაც ნატა ვიბლიანი სისტემურ გაუპატიურებასა და მუქარაში ადანაშაულებს. "მისი გაუპატიურების ერთი...

დაწვრილებითDetails

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მატულობს ნაწლავთა ინფექციები და საკვებით მოშხამვების რაოდენობა და სულ რამდენიმე წესის დაცვა აუცილებელია,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ფრენბურთელები ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
ქუთაისელი ფრენბურთელები ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ
მთავარი

ქუთაისმა ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთ საქართველოს ტურს უმასპინძლა, რომელშიც 2012–2014 წლებში დაბადებული გოგონები მონაწილეობდნენ.ტურნირში ერთმანეთს „ქუთაისის“, „აჭარის“, „ხონის“, „ამბროლაურისა“ და „წალენჯიხის“ გუნდები დაუპირისპირდნენ.„ქუთაისმა“ ყველა შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით - 2:0 მოიგო,...

დაწვრილებითDetails

სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა… – რას წერენ მოკლულ არასრულწლოვანზე

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა… – რას წერენ მოკლულ არასრულწლოვანზე
მთავარი

22 ივლისს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სროლის შედეგად არასრულწლოვანის გარდაცვალებას მაია კობახიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმიანება: „ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო! არ ვიცი, რა...

დაწვრილებითDetails

მამაკაცმა მეუღლე და დედა დაჭრა

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის...

დაწვრილებითDetails

მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

თბილისში, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე. ახალგაზრდა კაცი სპეცრაზმმა ბრალდებულის დედის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციით დააკავა.   "პირველების" ინფორმაციით, კაპანაძემ სამართალდამცავების შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ბოლოს კი დაზიანება მიიღო....

დაწვრილებითDetails

ვერაზე გუშინ მოკლული 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილია

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
ვერაზე გუშინ მოკლული 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილია
მთავარი

ვერაზე გუშინ მოკლული 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილია. გუშინ გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"