12 აპრილს, 14 საათზე თბილისში, კანცელარიასთან სოლიდარობის აქციაზე იწვევენ ყველას, ვინც გუმათში წასვლას ვერ შეძლებს.
აქცია დღეს, მას შემდეგ დაანონსდა, რაც პოლიციამ ნამოხვანში კარვების დაშლა დაიწყო.
სოლიდარობის აქციის ერთადერთი მოთხოვნაა-შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია.
როგორც ერთ_ერთი, რიონის მცველთა მხარდამჭერი ამბობს, ეს არის ,,ომი მშვიდობით” და გამარჯვებისათვის სიმტკიცე, ერთობა და შეურყეველი ნებაა საჭირო!










