“მე არ მაქვს პასუხი და იქნებ თქვენ უპასუხოთ
მესიჯი ინბოქსიდან- მართლა ბოდიში ყველას ,არ ვიცი რა ვთქვა და რითი გაგამხნევოთ” – წერს აფხაზური ამბები და მიღებულ წერილს აქვეყნებს.
“გამარჯობა მე ჭუბურხინჯიდან გწერთ. ვნახულობ თქვენს პოსტებს, მაგრამ კომენტარს ვერ გიწერთ და ვერც ვალაიქებ იმის გამო რომ აქ არ ნახონ და არ დამატერორონ, საბუთები მაქვს გადასვლა და ვერ გადავდივარ რომ ანაკლიაში არ გადამიყვანონ და ამის გამო ტყით და ენგურით დავდივარ, მოხსნან ეს შეზღუდვა, ნუ გვკლავენ ამ ისედაც ცოცხლად დამარხულ ხალხს.შვილი მირეკავს ყოველ დღე და კამერებში ვტირით მონატრებისგან. ნათესავიც ვერ დავიტირე და ქმარი რომ მომიკვდა პროდუქტები ზუგდიდში ვერ ვიყიდე, 5 დღეს ხომ არ დაველოდებოდი, მანამდე უნდა დაგვემარხა და ვალად მომიწია გალში ძვირად აღება. ასეთ დღეში ვართ აფხაზები უკეთ გვექცევიან, ვიდრე ქართველ;ები, არ ვუნდივართ არც ერთს და არც მეორეს.” – წერს მოქალაქე ჭუბურხინჯიდან.











