“ქუთაისი, ქალაქი, რომელიც პირველი დანახვისთანავე გაყვარებს თავს. სიძველისა და თანამედროვეობის საოცარი შერწყმა, თეთრი ქვები და ქალაქის მწვანე პარკები. ბევრი ტურისტი ამბობს რომ ამ ქალაქს აქვს სული და მე მათ ვეთანხმები. რა ხდის მას ასეთს? – კოლორიტული ქუჩები, თვალწარმტაცი გარემო, მყუდრო კაფეები და რესტორნები და რა თქმა უნდა ამ მრავალსაუკუნოვანი ქალაქის მეგობრული მცხოვრებლები. ვწუხვარ რომ აქ ცოტა ხნით მომიწია დარჩენა, მაგრამ მე უკვე გადავწყვიტე რომ ქუთაისში აუცილებლად დავრუნდები.” – წერს აზრბაიჯანელი ფოტოგრაფი მურად ორუჯოვი და ფოტოს აქვეყნებს.







































