ჩვენ წამოვიწყეთ პროცესი უკეთესი ნამახვანისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია კომპანიის მხრიდან და გადამოწმებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, არის ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თუ ექსპერტისთვის და ამ თვეების განმავლობაში, ვიდრე კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია, მოხდება პროექტის სიღრმისეული გადამოწმება. ჩვენს გვსურს, ყველა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა, დარწმუნდეს, რომ მთავარი წუხილი, რაც უკავშირდებოდა კაშხლის და ზოგადად ჰესის უსაფრთხოებას, მოხსნილია და არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისა, რომ ნამახვანჰესი საფრთხეს შეგვიქმნის და დაგვაზარალებს.
ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ნამოხვაჰესზე.