LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა – ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2021/04/01-ში
A A
109
ნახვა
გაზიარება

ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მედიატორის დახმარებით შეთანხმების გარეშე დასრულებულ დიალოგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია მოლაპარაკების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული.

„მინდა გამოვეხმაურო მოლაპარაკების პროცესს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გასული დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. შეთანხმების მიუღწევლობის მიუხედავად, რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა მაინც უნდა გამოვიტანოთ პროცესიდან. კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა. ეს ბუნებრივია, ვინაიდან ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება, მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს. შესაბამისად, შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა მთელი ცივილიზებული სამყაროს საზოგადოებისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია ვხედავთ, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლას არ ცდილობს, სადაც ნებაყოფლობით, სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა. მინდა აღვნიშნო, რომ მათ არც გამბედაობა და არც გონიერება არ ეყოთ, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია. უფლებას ვიტოვებთ, ამ ახირების განხილვაზე დრო არ დავკარგოთ და მთლიანად ვიყოთ ორიენტირებული რეალურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს აწუხებს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელვოანი პროექტები დაწყებული, მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ უახლოეს კვირებში. ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგად. ყველა იმ საკითხზე, რომელიც მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში იყო წარმოდგენილი, გვქონდა შემხვედრი პოზიცია კომპრომისული, კონსტრუქციული, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა, მედიატორს სთხოვდა დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანას და მოლაპარაკების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. სხვათაშორის, ამას თავად ოპოზიციის შედარებით ზომიერი წარმომადგენლებიც ადასტურებენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ე.წ. კრიზისი, რომლის მთავარ პრობლემად წარმოჩენასაც ოპოზიციაში ცდილობენ, სინამდვილეში თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია.

„ჩვენ მადლიერი ვრთ ჩვენი მეგობრების, შარლ მიშელისა და კრისტიან დანიელსონის ძალისხმების. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება არ შედგა, ეს პროცესი მაინც ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო. ევროპა კიდევ უფრო კარგად ერკვევა ჩვენს ვითარებაში და ქართველმა ხალხმაც ცხადად დაინახა, თუ ვის რა ინტერესები ამოძრავებს, ეს კი ნამდვილად სასარგებლო გამოცდილებაა ჩვენთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი 30 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული 5 პუნქტიანი დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღეს, შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე სფეროში გადაჭრათ სხვადასხვა სახის პრობლემები, მთავარია, ძალები სწორად გადაანაწილოთ. აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისთვის. წინ საინტერესო, მაგრამ დამღლელი კვირაა.     კურო   მოუფრთხილდით ჯანმრთელობას,...

დაწვრილებითDetails

ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ახალციხეში, სოფელ აწყურში, სტადიონთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ცხენს შეეჯახა.   ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.   დაშავებული ახალგაზრდები კლინიკაში არიან გადაყვანილები....

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 მაისს 10:30-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

სუსი ჯაშუშობაში ბრალდებულის ფარულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
სუსი ჯაშუშობაში ბრალდებულის ფარულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეოჩანაწერის ნაწილი, სადაც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრაზე ინსტრუქტაჟის მიღების ფაქტია ასახული. "ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 9 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6859, ევრო – 3.1600, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6552 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

საბურთალოზე მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თბილისში, საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამ წუთებში კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენეს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენეს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მამამ კახა წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, 3 საკითხზე დააყენეს მოთხოვნა, საპატრიარქოსგან კი დადებითი პასუხი...

დაწვრილებითDetails

მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ
მედიცინა

"შევხვდით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ შორის, მამა გურამ ჭარელაშვილს. გავაცანით ეს დაავადება, რა დაავადებაა, რამდენი ბავშვია და რა მასშტაბის პრობლემაა ეს ყველაფერი და რა გვესაჭიროება. ამაზე ვისაუბრეთ. თქვეს, რომ ყველანაირ დახმარებას...

დაწვრილებითDetails

საბურთალოზე კაცი მოკლეს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

საბურთალოზე კაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. „თბილისში შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"