LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება

„საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება

დაპოსტა 2019/09/30-ში
A A
186
ნახვა
გაზიარება

დღე-ღამის განმავლობაში 2 საათზე მეტი დროით, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათზე მეტი დროით ზეგანაკვეთური სამუშაო შესაძლოა, აიკრძალოს. „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.

კანონპროექტის მიხედვით, „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლს, რომელიც ზეგანაკვეთურ სამუშაოს შეეხება, ემატება ჩანაწერი:

„ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 6 საათს.“

კანონპროექტის ინიციატორი ხაზს უსვამს, რომ მოქმედი შრომის კოდექსით არ არის გათვალისწინებული კვირის განმავლობაში ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობა.

შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილში ვკითხულობთ, რომ ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს.

კანონპროექტის ინიციატორი მიუთითებს, რომ შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციით, შესაძლებელია დასაქმებული კვირის განმავლობაში 84 საათის განმავლობაში მუშაობდეს, რაც ჯანმრთელობისთვის არ არის უსაფრთხო.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ასევე, აღნიშნულია, რომ კანონპროექტმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების მიმართულებით.

„ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგრძლივობის მაქსიმალური ზღვრის დაწესებით, შესაძლოა შემცირდეს დასაქმებულთა მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობის დრო და შესაბამისად, შემცირდეს მათთვის ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გადასახდელი შესაბამისი შრომის ანაზღაურებაც, რაც შეამცირებს მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადსაც,” – ნათქვამია ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით გაბაიძე და ილია ვერძაძე არიან, ინიციატორი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა.

თეგები: ზეგანაკვეთური შრომაშრომაშრომის კოდექსი
გაზიარება74

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა
მთავარი

ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა - ინფორმაციას ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლა ავრცელებს: "ჩვენი სამუსიკო სკოლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა-თბილისის კონსერვატორიიდან საჩუქრად გადმოგვეცა საკონცერტო როიალი,...

დაწვრილებითDetails

სოფელ გიორგიწმინდაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
მთავარი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც "მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება დროულად მოახერხეს, თუმცა, შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთ-ერთ წევრს ხელი მოსტყდა და ქირურგიული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი 14 მიკროავტობუსსა და 34 ავტობუსს შეიძენს

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მთავარი

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის N283 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით დამატებით, 10 000 000 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით...

დაწვრილებითDetails

დარღვევები გამოვლინდა რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტში

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ვნერვიულობ რომ მშვირები არიან იმ პერიოდში – უნდა იყოს თუ არა საჯარო სკოლებში უფასო კვება
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა აჭარასა და...

დაწვრილებითDetails

მაღალი დარიცხვები წყლის გადასახადზე – რა გადაწყვეტილება მიიღო “სემეკმა”

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„მკაცრი რეაგირება იქნება,“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საუბარია, GWP-ს მიერ აბონენტებისთვიოს მაღალი დარიცხვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. კომისიის ცნობით,...

დაწვრილებითDetails

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
საქართველოში პურის ფქვილი ისევ გაძვირდა
ეკონომიკა

საქართველოში პურის გარკვეული სახეობები გაძვირდა. მაგალითად, გარკვეულ სუპერმარკეტში ფასის მატება აისახა დაჭრილ თეთრ პურზე, რომელიც 1.40 ღირდა და 1.45 გახდა. როგორც კონკრეტულ სუპერმარკეტის ქსელში განაცხადეს, მათ გაძვირებული პროდუქტი გუშინ დილას...

დაწვრილებითDetails

რა იკრძალება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
“კი ევროპას,არა რუსეთს!”- ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მეორე/ 7 კლასის მოსწავლეები დღეს საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრებიან
მთავარი

სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება - სპეციალური მონიშვნების მქონე არეალებში 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება. ამის შესახებ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული. „არასრულწლოვანების უსაფრთხოებასთან...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში დაახლოებით ერთი საათის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი ბიძგები თბილისის დროით 04:52 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ახალქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, სოფელ ბეჟანოში იყო....

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ასპინძა, სოფელი ბალანთა იყო.   მიწისძვრის სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"