პანდემიის გამო დღესდღეობით მილიონობით ადამიანი სახლიდან მუშაობს. ხშირ შემთხვევაში მათ მნიშვნელოვანი ონლაინ შეხვედრები აქვთ, რის გამოც ოფიციალურად ჩაცმა უწევთ.
იმისათვის რომ სახლიდან ოფიციალურ შეხვედრებს დაესწროთ და თან თავი კომფორტულად იგრძნოთ, იაპონელმა დიზაინერებმა ახალი ტანსაცმელი “Pajamas Suit” შექმნეს.