ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე საგზაო დეპარტამენტს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
გიგა შუშანიამ დღეს აღმაშენებლის გამზირზე ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებზე სამუშაოები შეჩერებულია, რაც კომპანიებთან ხელისუფლების შეთანხმებულ მოქმედებებზე მიანიშნებს.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თანხის ნაწილი წინასწარ დაურიცხეს, სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ კი დამატებით 900 000 ლარი დაერიცხა. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა სხვა ქუჩებზეც მოქმედებს და მიტოვებული სამუშაოების გამო ქალაქში გადაადგილების პრობლემაა.
როგორც ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს გზის მშენებლი კომპანია “აკორდი” უკვე დაჯარიმებულია და მას სავარაუდოდ ხელშეკრულება მალე შეუწყდება.
ცნობისთვის, ქუთაისში, აღმაშენებლის და წერეთლის გამზირზე გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ხდება.







