16 წლის გიორგი ყუშიტაშვილზე სავარაუდოდ ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი. მე-9 სართულიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას მაჯებზე ძალადობის კვალი ეტყობა, რომელიც სიცოცხლეშივე აქვს მიყენებული. ექსპერტ კრიმინალისტებმა კალოუბნის # 36 კორპუსის სახურავზე ყუშიტაშვილის კუთვნილი დამტვრეული საათი იპოვეს. მოწყვეტილი სამაჯური გამოძიებას ნივთმტკიცებად აქვს შენახული.
“ექსპრესნიუსის” ინფორმაციით, 16 წლის ახალგზრდაზე კორპუსიდან ვარდნამდე განხორციელდა ფიზიკური და მორალური ტერორი. გრდაცვლილის სახურავზე აყვანა სწორედ საათის და მობილური ტელეფონის წართმევის სურვილით იქნა განხორციელებული.
გიორგი ყუშიტაშვილის რამდენიმე დღით ადრე კონფლიქტი ჰქონდა 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2002 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ.-სთან. ეს ორი პიროვნება მას ფულის გამოძალვას ცდილობდა.
საერთო ჯამში პლიციამ ამ საქმეზე 6 პირი დააკავა.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2002 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ., 1998 წელს დაბადებული გ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.მ. და 1998 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.წ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.
მომხდარიდან მეორე დღეს, ამავე ფაქტზე პოლიციამ 1999 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.მ.-ც დააკავა, რომელსაც, ძარცვასთან ერთად, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია “ნაგანის” ტიპის რევოლვერი და საბრძოლო ვაზნები.