კუბამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ხუთი ექსპერიმენტული ვაქცინიდან ორის კლინიკური ცდების დასკვნითი ეტაპი დაიწყო!
ვაქცინების სახელწოდებაა “სობერანა 2” და “აბდალა”.
წარმატების შემთხვევაში, კუბა ლათინურ ამერიკაში პირველი ქვეყანა იქნება, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შექმნა.
ქვეყნის ხელისუფლება მაისისთვის ექსპერიმენტული ვაქცინით ჰავანის თითქმის მთელი მოსახლეობის აცრას გეგმავს. როგორც კუბის ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრის დირექტორმა ილეანა მორალესმა განაცხადა, შესაძლოა, ვაქცინები “აბდალა” და “სობერანა 2” საგანგებო მოხმარებისთვის ივნისში დაამტკიცონ…