ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე კლინიკაშია და მკურნალობს. როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.
“მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!” – წერს კალაძე.
რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?
ერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი წარმოადგენს პათოლოგიურ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც თავის ტვინის ფუნქციონირებაზე აისახება ხერხემლისა და ბაზილარულ არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღევის გამო.









