მსახიობი ენდი ძიძავა კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავს.
”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”თეა წულუკიანი Thea Tsulukiani
მოგესალმებით, ქალბატონო თეა და აქვე წარმატებას გისურვებთ კულტურის მინისტრის რანგში!
მე საქართველოს ერთ-ერთი დიდი ისტორიის მქონე უძველესი სახელმწიფო თეატრის რიგითი მსახიობი ვარ. გავიგე ( და მგონი ყველამ გაიგო უკვე, რაც ძალიან კარგია), რომ სხვა და სხვა კულტურის სფეროების წარმომადგენლებისაგან შექმნილ საკონსულტაციო საბჭოებს ხვდებით და მათთან გადიხართ ყველა საკითხს. მივესალმები თქვენს ასეთ გადაწყვეტილებას. იმედს ვიტივებ რომ ეს ადამიანები მნიშვნელოვან საკითხებს დააყენებენ განსახილველად. ახლა ალბათ ყველაზე საპასუხისმგებლო მისია მათ ააქვთ ჩვენგან დაკისრებული ( თუმცაღა ყველამ არ ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, კარგი იქნება თუკი გავიგებთ მათ სახელებს).
ამ ეტაპზე პირადად მე გამიჭირდება თქვენამდე მარტივად და სწრაფად მოღწევა, ამიტომაც თავს უფლება მივეცი ( “ვთავხედობ” ვიცი, მაპატიეთ) და ამ პლატფორმით შევეცდები თქვენთან კომუნიკაციის დამყარებას, მით უფრო რომ დასამალიც არაფერია.
მოვისმინე რა, რომ თეატრის ახალი კოდექსის პროექტზე იწყებს მუშააობას თქვენი ერთ-ერთი მოადგილე, თხოვნა მაქვს ყურადღება გაამახვილოთ სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო საბჭოების არსებობაზე, რომლებიც თეატრების სამხატრვო ხელმძღვანელებთან ერთად აიღებენ პასუხისმგებლობას თეატრების შემოქმედებით პროცესებზე, კერძონ კი სარეპერტუარო პოლიტიკაზე.
წინასწარ გიხდით მადლობას, კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას ურთიერთობის ამ ფორმაზე და წარმატება თქვენ!” – წერა ენდი ძიძავა თავის ფეისბუკზე.









