გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი 41 წლის იმედა ჩიქობავაა.
ჩიქობავა სენაკის სოფელ გეჯეთიდანაა. ის სოფელში ასაკოვან დედასთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახს სოციალურად უჭირდა, რის გამოც ჩიქობავამ კახეთში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა.
მკვლელობა კახეთში 25 მარტს მოხდა , იმედა ჩიქობავა მანქანაში ჩაცხრილეს, მასთან ერთად კი 3 პირი დაჭრეს.
სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცს, ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ დრო ესროლეს, როცა რამდენიმე მეგობართან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა.
შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილი სოფელში სამუშაოდ სამეგრელოდან იყო ჩასული. დაჭრილია 3 ადამიანი. ისინი გურჯაანის კლინიკაში არიან გადაყვანილი, სადაც ოპერაცია უნდა ჩაუტარდეთ. დაჭრილებს შორისაა მალხაზ ბადუაშვილი, რომლის სახელი და გვარი წარსულში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევას უკავშირდება, ამიტომ ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მკვლელობა კრიმინალური ავტორიტეტების შურისძიებას უკავშირდებოდეს და მათი მთავარი სამიზნე სწორედ ბადუაშვილი.
ყოფილიყო.