ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აფენი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე. მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც სოფელ ვეჯინში მერის ყოფილი წარმომადგენელი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაჭაობებულ ადგილში გადავარდა.
წინასწარი ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი, ავტომობილიდან გადმოვარდა და მანქანა ზედ დაეცა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
primetime.ge