საქართველომ COVAX პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის 43,200 დოზა მიიღო, რომელიც AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ არის დამზადებული. აღნიშნული ვაქცინის შეძენაში ქვეყნის მთავრობას გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარა.
ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფებით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან – წერს იუნისეფი და ფოტოებს ავრცელებს.