LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ. გააკეთეთ ეს მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა – მეთიუ ბრაიზა

აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ. გააკეთეთ ეს მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა – მეთიუ ბრაიზა

დაპოსტა 2021/03/12-ში
A A
1k
ნახვა
გაზიარება

ჩვენ შეგვიძლია დახმარება საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევასა და არსებული კრიზისის დეესკალაციაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ონლაინ კონფერენციაზე „სამხრეთ კავკასია და დასავლეთი“ განაცხადა.

ბრაიზამ კრისტიან დანიელსონის კრიზისის მედიატორად დანიშვნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ მხარე უფსკრულის კიდესთან მყოფი მხარეები მოლაპარაკებებისკენ დააბრუნოს.

„ევროკავშირის მიერ კრისტიან დანიელსონის დანიშვნა საქართველოში მედიატორად ფანტასტიურია. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტიც უკიდურესად სასარგებლო იყო. კრისტიან დანიელსონი არის ძლიერი და სამართლიანი დიპლომატი. მას ნამდვილად აღელვებს ის საკითხები, რაზეც მუშაობს. ჩემი აზრით, ეს თვისებები მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე უფსკრულის კიდიდან მოაბრუნოს“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

მისივე თქმით ქართველებს უფსკრულთან მიუახლოვების ტენდენცია აქვთ და ძალიან უახლოვდებიან კიდეს.

„რაც მთავრობამ გააკეთა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში შეჭრა და ნიკა მელიას დაკავება, არის დიდი და მიუღებელი ესკალაცია. ვფიქრობ, აქ ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ის უნდა გათავისუფლდეს და ასეთი ქცევა უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ საქართველოში პროგრესი და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება გაგრძელდეს. ბალანსი, რომელიც უნდა დავიცვათ, არის ის, რომ გავუგზავნოთ ეს გზავნილი მთავრობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოთი კვლავ აღტაცებული ვართ, გვიყვარს ის და გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ტრანსატლანტიკურ ოჯახში, ვფიქრობ, საქართველო ნატო-ს წევრი უნდა იყოს, რადგან ის კომპეტენტურია, ჩვენ ეს გზავნილი უნდა გავაგზავნოთ. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ. ეს ხალხი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ ტენდენცია, ჰქონდეთ იმედი, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია, რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ავიცილოთ ამაში მონაწილეობა. ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამას ძალიან კარგად ახერხებენ. ისინი აქტიურები არიან და ცდილობენ, შეთანხმებას მიაღწიონ წინ წასაწევად, მათ შორის საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელსაც შარლ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმა მოიცავს“, – განაცხადა ბრაიზამ.

მისი თქმით, ეუთო-მ, აშშ-მა და ევროკავშირმა თქვეს, რომ არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა, მაგრამ ფუნდამენტურად კონკურენტული იყო და შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგები გამოხატავდა ქართველი ამომრჩევლის ნებას. მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა მოძებნოს გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა მუშაობა გაგრძელდეს.

„მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, თქვენ უნდა მოძებნოთ გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად. აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ. გააკეთეთ ეს მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა, რადგან თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში ამას არ ამბობენ,”- აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

გაზიარება414

დაკავშირებული -პოსტები

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღე გაგრძელდება… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
მთავარი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილს სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე არ არის, მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო”- გია ვოლსკი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის - მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო ამისთვის და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს - ახლა, ვინ აჯობებს ამ დესტრუქციის და...

დაწვრილებითDetails

საქართველოს სახელმწიფო ვალი 9.2 მლრდ დოლარს აჭარბებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.832 მლრდ დოლარს გადააჭარბა
ეკონომიკა

2026 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.121 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი 158.114 მლნ დოლარით მეტია (1.8%) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

18 ივნისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

18 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +33 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი - ვ.გ...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პალესტინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა მამაკაცი სასაზღვრო გამშვებ...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
სატვირთო მანქანების უპრეცედენტო რაოდენობაა – რა ხდება სარფში
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს სამსახურთან ან ფინანსებთან დაკავშირებით. მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანის რჩევას.   კურო სასიამოვნო სიახლე ან მოულოდნელი შეხვედრა კარგ განწყობას...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი სტაბილურად მაღალია – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 324 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"