”ტვ პირველს” გლდანის დაწესებულებიდან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გასამართლებულმა არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა წერილი გამოუგზავნეს.
ნიკოლოზ რევაზიშვილი ის გურამ ამირხანაშვილის დაკავებას ითხოვს. როგორც ამბობს, ამირხანაშვილმა ჩვენებაში იცრუა.
”ამირხანაშვილი პანაშვიდიდან ცოცხით გამოაგდეს, რატომ დატოვეო და მორალურად გაიპრავა თავი, ამათ ძალით წამომიყვანესო, ეგეც დასაჭერია და ზუსტად ერთ დღეში მოჰყვება სიმართლეს.’
მოსამართლე სტურუამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და უდანაშაულო ხალხი გაგვწირა 16 წლით” – ამბობს რევაზიშვილი.
არჩილ გაგნიძეის მთავარი სამიზნე წერილში მირიან ნიკოლაძეა.
„გუშინ მე პროკურატურას ვაგინე და არა შვილმკვდარ დედას, მირიან შენ მიცვალებულების სულით მოვაჭრე ხარ” – ამბობს გაგნიძე.










