გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან კოვიდპაციენტი გაიქცა. შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.
ცნობილია, რომ პაციენტმა, შუა ხნის ქალმა, რომელსაც ინტოქსიკაცია, მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა, საავადმყოფოს გამოკვლევებისთვის მიმართა, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი კლინიკიდან გაიქცა.
გაქცეული პაციენტი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ დააკავეს. ის ამჟამად ანაკლიის სასტუმროში გადაჰყავთ.
“მთავარი არხი” დეტალების გარკვევას განაგრძობს