LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში ევროპული მემკვიდრეობის დღეები გაიმართება

რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში  საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით და რამდენად კრიტიკულები იყვნენ ევროპარლამენტარები

დაპოსტა 2021/03/10-ში
A A
231
ნახვა
გაზიარება

ევროპარლამენტში  საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. მწვავე იყო ევროპარლამებტარების გამოსვლები:

”საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ყველა დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს. პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში სწრაფად უარესდება.
მხარს ვუჭერ ყველა ფასილიტატორის ძალისხმევას, რომ ხელახლა დაიწყონ და გააძლიერონ დიალოგი ოპოზიციასა და მთავრობას შორის. საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის კოვიდ 19-ის პანდემია, ეკონომიკური განვითარება, სოციალურ საკითხები და უსაფრთხოება. ამიტომ, საჭიროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა ეს კრიზისი სწრაფად გადალახონ და ერთად გამოძებნონ ხანგრძლივი გამოსავალი“, – აღნიშნა დევიდ მაკკალისტერმა.

”საქართველო რჩება ევროკავშირის საკვანძო ასოცირებულ პარტნიორად. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს ამბიციური ასოცირების შეთანხმება, რომელიც მას სთავაზობს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაზრდილი პოლიტიკური პოლარიზაციიდან გამომდინარე. ეს ვითარება საქართველოს დემოკრატიულობას ძირის გამოთხრით ემუქრება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გააქტიუროს ძალისხმევა, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია.” – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

”„მინდა ვთქვა, რომ ძალაუფლებაში მყოფმა პირებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ იმოქმედონ არაპროპორციულად ან ისე, რომ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვიონ. აუცილებელია, რომ პოლიტიკური განსხვავებები და უთანხმოება დემოკრატიული საპარლამენტო დებატების ფორმატში გადაიჭრას. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, დაარწმუნონ ქართველი მეგობრები დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვის აუცილებლობაში და იმაში, რომ არ შეწირონ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფება ვინმეს მოკლევადიან პარტიულ პოლიტიკურ ინტერესებს“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა.

”„უბრალოდ არ შემიძლია თავი ავარიდო სიმბოლიკაზე საუბარს, 8 მარტის შეთანხმება საქართველოში შედგა თითქმის ერთი წლის წინ, მრავალთვიანი შიდა არეულობის შემდეგ. ჩვენ აქ ვართ, 9 მარტს, დაპირებებიდან ერთი წლის შემდეგ და გაცილებით უარეს ვითარებაში. ვწუხვარ, რომ ამას ვხედავ, მაგრამ არ მინდა ამ გრძნობაზე შეჩერება – გასულ წელს საქართველომ შეძლო გამოსულიყო კრიზისიდან, მოახერხა ამ გვერდის გადაფურცვლა და გაატარა საარჩევნო რეფორმა. ჩვენ მაშინ საქართველოს გვერდით ვიყავით, დავეხმარეთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ შეგვიძლია დახმარება. საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს სწორ გზას, გააგრძელოს რეფორმების გატარება საარჩევნო და სასამართლო სისტემაში, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, როგორიც არის ბატონი რურუა, რაც იყო დაპირებული 8 მარტის შეთანხმებით ან ბატონი მელია და მისცემს მოქალაქეებს საშუალებას გადაწყვიტონ, ვინ უნდა წარმოადგენდეთ მათ სამართლიან სისტემაში, არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებული ეჭვების ჩრდილის გარეშე. ამისთვის ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, უნდა გამოვიჩინოთ მეტი მხარდაჭერა და მივანიჭოთ ძლიერი მანდატი გუნდს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ელჩებს საქართველოში, რათა მათ დახმარება გაუწიონ მედიაციის პროცესს. რაც პრეზიდენტმა მიშელმა დაიწყო, იყო დიდებული ნაბიჯი და პირველი ნაბიჯი, მოდით გავაგრძელოთ რაც მან და ჩვენ გავაკეთეთ და დავეხმაროთ ჩვენს მეზობლებს, დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს!“- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

”„ცუდი სიახლეა ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მისი ლიდერის თვითნებური დაკავება. იმედი მაქვს, შარლ მიშელის მედიაციის, მხარს ვუჭერ ახლად დანიშნულ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს. ყველა ჩვენგანმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ დიალოგს ფასილიტატორობა გავუწიოთ, რომელიც, სავარაუდოდ ახალ ინკლუზიურ არჩევნებამდე მივა“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ.

”„საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, პოლიტიკური კრიზისის წინაშეა. პოლიტიკოსები ორივე ბანაკიდან უნდა იქნენ დადანაშაულებულები ამ გაუგებრობისთვის. მათ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენეს და თანამშრომლობას პოლარიზაცია არჩიეს. კრიზისის გადასაჭრელად ევროკავშირი ფასილიტაციიდან მედიაციაზე უნდა გადავიდეს, როგორც ჩვენ ეს ახლა გავაკეთეთ. საქართველოს მოსახლეობა უნდა იყოს გამოსავლის ქვაკუთხედი, მათ უნდა გადაწყვიტონ ბედი და დრო მომავალი არჩევნების. ახალი არჩევნები იქნება მხოლოდ გადაუდებელი დახმარება და არა გრძელვადიანი გამოსავალი. სრულიად ახალი საარჩევნო სისტემის გარეშე, ჩვენ დავინახავთ თუ როგორ განმეორდება კრიზისი. სასამართლო სისტემის ხელახალი რეფორმა და მეტი საპარლამენტო კონტროლი ოპოზიციისთვის უნდა იყოს პოლიტიკური პრიორიტეტი. ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა – სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ პროცესებში შემდგომი ჩარევა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საქართველოში. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიყოთ იქ, რეგიონში მიმდინარე კიდევ ერთი კრიზისის დროს,“- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

„საქართველოს აქვს შანს იყოს ღია ეკონომიკა და გაატაროს სტრუქტურული რეფორმები. თუმცა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის იგნორირება არ შეგვიძლია.

მივესალმები საქართველოში შარლ მიშელის დროულ ვიზიტს. ასეთი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას მოითხოვს ჩართულობას, კომპრომისსა და ურთიერთპატივისცემას. საქართველოში პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა გაიზიარონ, რომ მოქალაქეების ნდობა ხელისუფლებისა და საჯარო ინსტიტუტებისადმი, დამოუკიდებელი სასამართლოსა და მედიისადმი მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.

”„მსურს, მოწონება გამოვხატო შარლ მიშელის თბილისში ვიზიტის, მისი პერსონალური ჩართულობისა და მედიაციის წარმართვის მიზნით კრისტიან დანიელსონის დანიშვნის გამო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს იმ არაჩვეულებრივი სამუშაოს წინსვლას, რასაც ელჩი კარლ ჰარცელი ახორციელებს. დასაკარგი დრო არ არის. მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ საკუთარი ხალხის ინტერესები პარტიის პოლიტიკაზე მაღლა დააყენოს და ფოკუსირება მოახდინოს მის წინაშე მდგომ ამოცანებზე, მათ შორის პრო-ევროპულ რეფორმებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე,“- განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდიმ.

”ერთი წლის წინ მე გულწრფელად მივულოცე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას 8 მარტის შეთანხმების მიღწევა და გამოვთქვი იმედი, რომ საქართველო დემოკრატია ნორმალურ საზღვრებს დაუბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ, საქართველო არის იმაზე უარეს ვითარებაში, ვიდრე ის იყო აქამდე. არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ერთმანეთის დადანაშაულების პოპულარულ ქართული პოლიტიკურ თამაშში. მე მარტივად მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ მოქცევა როგორც რეალურმა ევროპელებმა, რომლებიც ისწრაფვიან, ევროპული საზოგადოების წევრობისკენ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრები საქართველოში მიხვდებიან, რომ ეს არის ევროკავშირის უმაღლესი ჩართულობა მათი კრიზისის მართვის პროცესში და მსურს მოვუწოდო ჩვენს მეგობრებს საქართველოში, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა“, – აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.

”„პოლიტიკური კონფრონტაცია საქართველოში არის საფრთხე კონსოლიდაციისთვის ქვეყანაში. მოქალაქეები კარგავენ ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩეული წარმომადგენლების მიმართ როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში. ჩვენს ინტერესებშია წვლილი შევიტანოთ დეესკალაციაში. კარგია, რომ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით გვაქვს დღის წესრიგი და შეხვედრები. გასულ კვირაში თბილისში ბატონი შარლ მიშელის ვიზიტი, მომავალ კვირაში ასოცირების საბჭოს შეხვედრა აქ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრთან” – აღნიშნა მაიკლ გალერიმ.

გაზიარება92

დაკავშირებული -პოსტები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს
მთავარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს. ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინეს. ზურაბ პატარაძე ამ დრომდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება – გაფრთხილება ამინდის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 24 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 24 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6936, ევრო – 3.1464, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6334 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი – სუს-ი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. სუს-ის განცხადებით, დაკავებულმა...

დაწვრილებითDetails

ხონელი თორნიკე ბექაური თურქეთში რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ხონელი თორნიკე ბექაური თურქეთში რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში  მონაწილეობას მიიღებს
მთავარი

ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელი თორნიკე ბექაური თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას Fibonacci International Robotics Olympiad საერთაშორისო ოლიმპიადაა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ოლიმპიადა მიზნად ისახავს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის:...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი გაიაფდა – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 716 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.40%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“არცერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას”- მეუფე ანტონი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი
მთავარი

28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, არ დაუშვებენ გარედან ჩარევას და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას...

დაწვრილებითDetails

არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს -მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება
მთავარი

უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. სააკაშვილი რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"