ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 139 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 24 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 266 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 80, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 10. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 4 მოქალაქეა მოთავსებული. ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 679 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 129 ადამიანი.










