დაჟეჟილობა, მოტეხილობა, ხერხემლის დაზიანება – მარტვილში, მიტროპოლიტის რეზიდენციაში, ფიზიკური დაპირისპირების დროს აივნიდან გადავარდნილი ათამდე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია: რამდენიმეს მოტეხილობა აღენიშნება, ხერხემლის დაზიანების გამო კი ერთი ოპერატორი თბილისში გადმოიყვანეს.
ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით.
შეგახსენებთ, ინციდნეტი მაშინ მოხდა, რაც ჟურნალისტებს სურდათ გადაეღოთ კადრები როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ერთ-ერთ ოთახში მყოფი სასულიერო პირები. თვითმხილველების თქმით მღვდელმსახურები შეეცადნენ ამის საშუალება არ მიეცათ მედიისთვის და ადგილიდან გაეყანათ ჟურნალისტები. სწორედ ამ ძალადობის დროს გადატყდა მოაჯირი და აივანზე მყოფები მეორე სართულიდან გადავარდნენ










