თბილისის ქუჩებში პოლიტპატიმარ ნიკა მელიას მხარდასაჭერი ბანერები გამოჩნდა.
ფოტოებს Facebook-ის პირად გვერდზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ მელიქიშვილი ავრცელებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს. გამთენიას, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, დაამტვრიეს კარი და მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. მაშინ სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები და ოპოზიციის წარმომადგენლები დაშავდნენ.










