1500 ბავშვი ეწირება სახელმწიფოსგან ცივსისხლიან და მხოლოდ ფულის კეთებაზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას! – ამის შესახებ სოციალუ ქსელში თამარ ლაფაჩი წერს და საქართველოში ტიპი 1 დიაბეტის სამართავად ლიბრეს ხელზე დასაკრავი სენსორის შემოტანას ითხოვს, რომელიც სისხლში შაქრის დონეს გამუდმებით აკონტროლებს და ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე გლუკომეტრის ჩხირები.

”ეს ქალბატონი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი – ტერეზა მეია
მას მკლავზე ტიპი 1 დიაბეტის სამართავი უიაფესი(!) საშუალება უკეთია, რომლითაც უწყვეტად აკონტროლებს სისხლში შაქრის შემცველობას.
ამ უმცირეს მოწყობილობას freestyle Libre – სენსორი ჰქვია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირთათვის და რომლის ღირებულება მხოლოდ 37€-ს შეადგენს!
როდესაც საქართველოდან დაინტერესებული პირები Abbott-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას (ლიბრეს მწარმოებელი კომპანია) დაუკავშირდნენ, მათგან იყო პასუხი, რომ საქართველოსგან არ აქვთ თანხმობა ლიბრეს სენსორების შემოტანაზე ჩვენს ქვეყანაში.
ამის გამო დღეს საქართველოში არ გვაქვს ლიბრეს სენსორები, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში უკვე 10 წელზე მეტია უფასოდ სთავაზობენ დიაბეტიან ბავშვებს და ხელმისაწვდომია აფთიაქებშიც კი.
სამაგიეროდ, სახელმწიფო დიაბეტიან ბავშვებს ამარაგებს გლუკომეტრის ჩხირებით, რომლის ფასიც უკვე აღემატება ლიბრეს სენსორის ფასს(!) და რომელიც სისხლში შაქრის მონიტორინგს უწყვეტად ვერ უზრუნველყოფს(!), მაგრამ ქვეყანა ჯიუტად განაგრძობს მხოლოდ გლუკომეტრის ჩხირების შემოზიდვას, რადგან მისით სარგებლობენ როგორც ტიპი 1, ასევე ტიპი 2 დიაბეტის მქონენი, რომლებიც რაოდენობრივად გაცილებით მეტნი არიან და ცხადია ჩხირების რეალიზაცია უფრო სარფიანი საქმეა ქვეყნისთვის. მაგრამ…
1500 ბავშვი, რომელსაც დიაბეტი ტიპი 1 აქვს, ეწირება სახელმწიფოსგან ასეთ ცივსისხლიან და მხოლოდ ფულის კეთებაზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას!!!
ბავშვების სიცოცხლე ყოველდღიურად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის, მხოლოდ იმიტომ რომ ლიბრეს შემოტანა არამომგებიანია და ჩხირების რეალიზაცია უფრო შემოსავლიანი ბიზნესია ქვეყნისთვის!!!
ვინც ვერ მიხვდა რას ვითხოვთ – დაგვეხმარეთ და გააგებინეთ(!) მთავრობას შემოიტანონ ბაზარზე ლიბრეს სენსორები, დაგვიფინანსონ ეს უიაფესი საშუალება, იმისთვის რომ დიაბეტიანმა ბავშვებმა შეძლონ საშიში გართულებების გარეშე ცხოვრება!!!” – წერს თამარ ლაფაჩი ფეისბუკზე.










