ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა „1000 მშობლის მარშს“ შეუერთდნენ.
კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებების დროა.
„ჩვენ, როგორც მშობლები ქუთაისშიც ვაპროტესტებთ ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის არაერთ ფაქტს. ამასთან ვთვლით, რომ ქვეყანაში განსაკუთრებით დაუცველია გოგონები, ამ მხრივ მოვითხოვთ ეფექტურ კანონს, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აქციის ორგანიზატორმა ნატალი პატარიძემ.










