გინება, ჩხუბი და პატრონი არავინაა, ავტომობილები ვერ გადიან – მოქალაქე ქუთაისში პუშკინის ქუჩაზე მანქანებისგან შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს რომ ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაიჭრას
“ავტომობილები ვერ გადიან, ერთი პატრულიც არ არეგულირევბს. რატომ უშვებენ აქეთ მანქანებს, ხომ შიეძლება პირველ სკოლასთან გადაკეტონ გზა. უამრავი მანქანა დგას, წერეთლის ქუჩაზე ვერ გადიან, იქით თამარ მეფეზე ცალმხრივია მოძრაობა და ვერ მიდიან, აქეთ მოდიან ისევ მოედნისკენ და რა აზრი აქვს აქ შემოსვლას. ხომ შეიძლება ეს გაიაზროს ვინმემ და არ გამოუშვას აქეთ ეს მანქანები. ამას ძალიან სჭირდება მოწესრიგება, აღარ შეიძლება იქ გაჩერება ისეთი მდგომარეობაა. იქ ვცხოვრობ და საშინელება ხდება. პუშკინის ქუჩაზე ნებისმიერ სახლში დილას რომ გადაწმინდავ მტვერს, შეხვალ შუადღეზე და გადაშავებულია ისევ.” – განუცხადა “მეგა ტვ”-ს მოქალაქემ.