LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვანის საკრებულოს დეპუტატთან დაკავშირებული კომპანიები მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ

ვანის საკრებულოს დეპუტატთან დაკავშირებული კომპანიები მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ

დაპოსტა 2021/03/08-ში
A A
569
ნახვა
გაზიარება
ბიჭიკო პაიკიძე 2017 წლიდან “ქართული ოცნების” ვანის საკრებულოს დეპუტატია. დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ. – ამის შესახებ ინფორმაციას “მფლანგველი დეტექტორი” ავრცელებს.
“2013 წელს დაარსებულ შპს “ჯორჯიან ენერჯიში” ბიჭიკო პაიკიძე სხვადასხვა დროს კომპანიის 25 და 50 პროცენტიან წილებს ფლობდა. Აღნიშნულ კომპანიას 2014 წლიდან 25 სახელმწიფო ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 6 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა ჯამური ღირებულებაც თითქმის 7 მილიონი ლარია. Ყველა ამ შემთხვევაში შემსყიდველი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო იყო, მაგ: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხაშურის მუნიციპალიტეტი, GWP, თბილსერვის ჯგუფი.
შპს ჯორჯიან ენერჯი 2014 წელს RMG Gold-ის ქვეკონტრაქტორ კომპანია იყო, რომელმაც 2014 წელს საყდრისის საბადო ააფეთქა. Მაშინ სწორედ ბიჭიკო პაიკიძე საუბრობდა ორივე კომპანიის – “არ ემ ჯი გოლდისა” და “ჯორჯიან ენერჯის” სახელით და აცხადებდა, რომ რეგიონში ადამიანებს მხოლოდ ეს კომპანიები ასაქმებდნენ და მათი საქმიანობისთვის, ანუ საყდრისის საბადოდან ოქროს მოპოვებისთვის, ხელი არავის უნდა შეეშალა.
2018 წლიდან მან კომპანიაში საკუთარი წილი ფორმალურად დათმო და სახელმწიფო ტენდერებში ოპერირება მის მიერ 2012 წელს დაარსებული კომპანია შპს B.P. TRANS-ით გააგრძელა, რომელსაც 2019 წლამდე არცერთ სახელმწიფო ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 2019-20 წლებში ამ კომპანიამ 7 სახელმწიფო ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 4-ში გაიმარჯვა (ხოლო ერთში ისევ შპს ჯორჯიან ენერჯიმ გაიმარჯვა).
Ამ 4 ტენდერით მან სახელმწიფოსგან ჯამში 22,005,115 ლარი უნდა მიიღოს. ნაწილობრივ შესრულებული სამუშაობისთვის ავანსის სახით მან უკვე მიიღო 4,223,454 ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ შპს “ჯორჯიან ენერჯი” და შპს B.P. TRANS-ი ასრულებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რომლებსაც სხვადასხვა საჯარო სამსახურები უკვეთავდნენ. 2020 წლის ინვისში შპს B.P. TRANS-მა გაიმარჯვა საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინსიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 24.5 მილიონიან ტენდერში, რომელიც ეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას. ბიჭიკო პაიკიძის კომპანიამ 20,750,749ლარიანი შეთავაზებით გაიმარჯვა, იმ პირობებში როდესაც მას წარსულში გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. 2020 წლის ნოემბერში იგივე კომპანიამ იგივე შემსყიდველის მიერ გამოცხადებულ, შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციის 1,325,000 ლარიან ტენდერში გაიმარჯვა. შპს B.P. TRANS-მა, მიმწოდებელს 988,988 ლარი შესთავაზა.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზიარება228

დაკავშირებული -პოსტები

რატომ გაითიშა საქართველოში დენი – სემეკ-ი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე, სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა წარადგინა საკუთარი მოსაზრება თუ რამ გამოიწვია 24 ივლისს სისტემაში მომხდარი ავარია, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა....

დაწვრილებითDetails

ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ალეკო ელისაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
მთავარი

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ. ამის შესახებ მისი ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. არსებული ინფორმაციით, ელისაშვილს ახალ ბრალს სასამართლოს უპატივცემულობისთვის წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 31 ივლისს, 13:00...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ გორში, კაფე-ბარში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

სამართალდამცავებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მამამკაცმა კაფე-ბარში დაწყებული კონფლიქტის გამო, ორ პირს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. „შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
რამდენ ხანს გაგრძელდება კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება
ეკონომიკა

,,საქსტატის” წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, გვიან ღამით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის...

დაწვრილებითDetails

ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა
მთავარი

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა მათი თა­ნა­მებ­რძო­ლის ზაალ ლა­ტა­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და.   ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ...

დაწვრილებითDetails

გორში რამდენიმე ადამიანიბდაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორში, ცენტრალურ მოედანზე, ერთ-ერთ პაბ-რესტორანთან პოლიციაა მობილიზებული. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული რესტორნის შენობის პერიმეტრი. ამ დროისთვის, დაზუსტებით უცნობია, კონკრეტულად რა მოხდა რესტორანში, თუმცა ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ მოხდა დაჭრის...

დაწვრილებითDetails

სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
მთავარი

ოჯახის წევრები და ახლობლები წყალწითელაზე ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა კაცს გლოვობენ. ,,ვაიმე რამწარე ხარ და ყველას ტკივილო ათუკო შვილო 😥😥😥მოფრინავს შენი გამწარენილი დედა ამდილით ჩემი თბილი მაიკო როგორ გაამწარე როგორ ჩაგიკრას...

დაწვრილებითDetails

ზღვაში კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო - წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშვეებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"