LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დასხდებიან თუ არა ოპოზიციის წევრები ღარიბაშვილთან მოლაპარაკებებზე – როგორია მათი პასუხები

დასხდებიან თუ არა ოპოზიციის წევრები ღარიბაშვილთან მოლაპარაკებებზე – როგორია მათი პასუხები

დაპოსტა 2021/03/08-ში
A A
168
ნახვა
გაზიარება

დასხდებიან თუ არა ოპოზიციის წევრები ღარიბაშვილთან მოლაპარაკებებზე – კითხვას ოპოზიციის წევრები პასუხები. ოპოზიციის ნაწილი გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ ეწინააღმდეგება ირაკლი რარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ნაწილი კი თვლის რომ მოლაპარაკაბებეს ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის გამართვა რთული იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ დროს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს და გამოძიება დაიწყოს.

„ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოლაპარაკებები უნდა ემსახურებოდეს ქვეყანაში ძალიან სწრაფად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ზოგადად, ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, პირველ რიგში, გამოძიება დაიწყებოდა და პრემიერ-მინისტრი გადადგებოდა, ხოლო მოლაპარაკებებში სხვა წარმომადგენელი შემოვიდოდა. ამიტომ, ჩვენი პოზიციაა, რომ ამ ვითარებაში ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკება რთული იქნება, თუმცა, ჯერჯერობით არცერთ ფორმატში არც არის წარმოდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფორმატი განხორციელდება, ჩვენთვის მასში მონაწილეობა რთული იქნება იმ კადრებიდან გამომდინარე, რომელიც გავრცელდა. მთავარი ამბავი არის ის, რომ ასეთ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს და გამოძიება დაიწყოს. არც გამოძიება არის დაწყებული და არც პრემიერს აქვს უფლებამოსილება შეჩერებული, რაც ჩვენთვის მიუღებელია“,-განაცხადა მინაშვილმა.

 

„ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს და ჩვენ დაგვაბრალოს. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები ყველასთან უნდა განხორციელდეს, მათ შორის, მტერთანაც.

მიმაჩნია, სწორი იქნებოდა ასეთ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძით ჩანაცვლებულიყო. ღარიბაშვილი მეორე დღეა ჩუმად არის იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რაც გამოქვეყნდა. როგორც მინიმუმ საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ტყუილია, თუ მართალი პრემიერმა, საზოგადოებას აუხსნას რაშია საქმე“, -აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

“არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს – ჩვენ ვესაუბრებოდით თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს. ვინც ბოლომდე შეტოპავს ასეთი რეჟიმებიდან, ელით დრამატული ბედი. ჩვენი ამოცანაა, ნაკლებად შევატოპინოთ და მშვიდობიანად ჩამოცილდნენ ხელისუფლებას. ჩემთვის არსებითი არის შედეგი, რომელიც არის ამ ხელისუფლების წასვლა. ამ ამოცანისთვის რაც იქნება საჭირო იმას გავაკეთებთ. ღარიბაშვილს მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა პოლიტიკაში ყოფნის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში, რაც ნათქვამი აქვს და ჩადენილი აქვს გნებავთ ქვეყნის შიგნით – გნებავთ ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

 

ხაზგასმით მინდა ვთქვა: „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს იმიტომ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენი მოქლაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკა მელიას, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაზე და რიგგარეშე არჩევების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე , რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. რაც შეეხება ღარიბაშვილთან საუბარს, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყურად იღებს იმ ძალიან მძიმე ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა „ტვ პირველის“ სიუჟეტში, ამიტომ მოლაპარაკებებზე მგონი, არ გაუჭირდებათ სხვა ადამიანის გამოშვება. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები უმნიშვნელოვანესია, რომელიც არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ ჩარჩო- შეთანხმებაში, მაგრამ ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

“ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ ყველა კითხვის ნიშნაზე არ იქნება გაცემული პასუხი, ირაკლი ღარიბაშვილის ამ პროცესში მონაწილეობა პროცესისთვის იქნება დამაზიანებელი. “ლელოს” მიაჩნია, რომ ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ უნდა გაიმართოს. “ქართულ ოცნებას” მოვუწოდებთ, რომ ღარიბაშვილს და ამ ძალიან საგანგაშო და კრიმინალურ ეპიზოდს მალე გასცენ პასუხი, რომ მოლაპარაკების პროცეს საფრთხე არ დაემუქროს. საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში ღარიბაშვილი მონაწილეობას არცერთ პროცესში არ ღებულობდა. ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლებას წარმოადგენდა საპარლამენტო გუნდი. ამიტომაც თუ “ოცნებას” არ უნდა, რომ დამატებით საფრთხე შეექმნას ამ მოლაპარაკებებს, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია და ხელისუფლება ყოველდღიურად აგრესიულ რიტორიკას უმატებს, ღარიბაშვილი აღარ უნდა გადააქციონ დამატებით „განხეთქილების ვაშლად“ და იმ საკითხად, რომელსაც შეუძლია, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს. რაც შეეხება ბოიკოტთან, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და იმ მოთხოვნების მიმართებაში, რომელიც ოპოზიციამ ჩამოაყალიბა ჩვენი პოზიცია რჩება ურყევი” , – განაცხადა  “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ.

 

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს, არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განხმუხტვამდე, უფრო პირიქით.

ამიტომ გვინდა მოვუწოდოთ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან, რაუნდები – თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით.

ამასთანავე, ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

 

„ყველა პარტია, ვინც ამ ფორმატში ვართ, მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. რაც შეეხება როგორ და რა ფორმატით, ეს ტაქტიკის საკითხია, შეიძლება ვინმეს სხვა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ არავინ აპირებს, რაიმე საბაბი მისცეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, დასახელებულია კონრეტული ვადა 16 მარტი, სადაც უნდა ვნახოთ, რომ ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა“,-განაცხადა სამნიძემ.

 

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

გაზიარება67

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 19 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 18, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
მთავარი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6774 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6789 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015...

დაწვრილებითDetails

ვანის საკათედრო ტაძარი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 18, 2026
0
ვანის საკათედრო ტაძარი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ვანის საკათედრო ტაძარის სამრევლო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა დეკანოზი ნიკოლოზ კაცაძე. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ეპარქიის მღვდელმსახურის, სოფელ ბზვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ ნიკოლოზის (კაცაძე) გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ...

დაწვრილებითDetails

მიწას მივაბარე ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილიშვილი, კიდევ 5 ახალგაზრდა იმავე მიზეზით გარდაიცვალა” – რას წერენ ნარკოლოგი და გარდაცვალილი ბიჭის ბაბუა

by მეგა TV
მაისი 18, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

ნარკოლოგი, პარტია "ფედერალისტების" წევრი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება გია ყრუ­აშ­ვი­ლის სტა­ტუსს, რომელშც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 22 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი მი­ა­ბა­რა მი­წას, იმა­ვე ღა­მეს, იმა­ვე მი­ზე­ზით კი­დევ 5 ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა. "დღეს ერთი...

დაწვრილებითDetails

რა ინფორმაცია ვრცელდება 20 დღის ახალშობილთან დაკავშირებით

by მეგა TV
მაისი 18, 2026
0
29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 ადამიანი გადაიყვანეს- ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 20 დღის ახალშობილთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. 20 დღის ახალშობილის ოჯახი ბათუმის იაშვილის კლინიკას გაუფრთხილებლობასა და ბავშვისთვის ტრავმის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც...

დაწვრილებითDetails

“ბავშვს თავზე ტრავმა აქვს მიღებული” – დაპირისპირება ბათუმის კლინიკაში

by მეგა TV
მაისი 18, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკიდან, თბილისში, იაშვილის კლინიკაში 20 დღის ჩვილი გადმოიყვანეს. ახალშობილის მშობლების ინფორმაციით, ბავშვს თავის ძვლის მოტეხილობა აქვს. არსებული ინფორმაციით, ახალშობილი კლინიკაში რესპირატორული ჩივილებით შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მალევე დამძიმდა. მშობლების...

დაწვრილებითDetails

მარნეულში 6 ადამიანის, მათ შორის ბავშვის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე, სურსათის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

by მეგა TV
მაისი 18, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება მარნეულის მუნიციპალიტეტში 6 ადამიანის, მათ შორის, ერთი ბავშვის საკონდიტრო ნაწარმით სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ. "ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა, ინსპექტირების ჯგუფი ობიექტზე, სადაც,...

დაწვრილებითDetails

“4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა საქმე, მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან”-მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
მაისი 18, 2026
0
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
მთავარი

არა, 26 მაისს მსგავსს ვერ განახორციელებენ. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მიმიწვდება შესაბამის ინფორმაციაზე ხელი, მაქვს ეს მონაცემები, რომ ისინი ვერაფერს იზამენ, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

“შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო” – მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
მაისი 18, 2026
0
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში

by მეგა TV
მაისი 18, 2026
0
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
მთავარი

სპეციალური ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში. რომელსაც ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე მართავს.  

დაწვრილებითDetails

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი კახეთში

by მეგა TV
მაისი 18, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"