LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მოძალადე პირებზე ელექტრონულ ზედამხედველობა დაწესდება

2020 წელის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალია მოკლული – საია-ს კვლევა

დაპოსტა 2021/03/08-ში
A A
170
ნახვა
გაზიარება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შეფასებას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2020 წელის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ. საია-ს შეფასებით, ასეთი ტრაგედიები, მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი, ეფექტიანი და კოორდინირებული, პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის არ არსებობას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სექსუალური ძალადობა საქართველოში კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად. საია-ს შეფასებით, სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი.

„8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, წლებია ქალთა თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლის თარიღია. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები და გოგონები იმყოფებიან არათანასწორ მდგომარეობაში, მეტად ხდება გენდერული ნიშნით ძალადობა, ქალთა შრომა დაუფასებელი, ხოლო ქალის როლი დაკნინებულია.

საქართველომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (ე.წ. სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, ქალთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად და ძალადობისგან დასაცავად სხვადასხვა ღონისძიებები გაატარა. მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის საკითხი და სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს მრავალი ასპექტით მუშაობას.

ქალები და გოგონები ხშირად განიცდიან ისეთი სერიოზული ფორმების ძალადობას, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა, ფემიციდი, იძულებითი ქორწინება, იძულებითი აბორტი. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მრავალწლიანი გადამზადების მიუხედავად კვლავ პრობლემურია ქალთა მიმართ, განსაკუთრებით კი, სქესობრივი დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიება. ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია.

ფემიციდი არის მკვლელობა, რომლის მსხვერპლი არის ქალი და რომელიც ხდება ქალის გენდერთან დაკავშირებული მიზეზით. ფემიციდი არის გენდერული დანაშაული, რომელიც სტრუქტურული უთანასწორობის, დაქვემდებარებულობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ზოგადი კონტექსტის ნაწილია. გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის „ფემიციდის“ ყოველწლიური შემთხვევები, აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან პრევენციულ ღონისძიებებზე ორიენტირებული პოლიტიკის სისუსტეს.

2020 წელის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ. ასეთი ტრაგედიები, მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი, ეფექტიანი და კოორდინირებული, პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის არ არსებობას. ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც სახელმწიფო უწყება ახორციელებს და რომელიც ემსახურება პრევენციას, მეტწილად არის ქაოტური და არასისტემური, რაც ამცირებს პრევენციული სამუშაოების ეფექტიანობის კოეფიციენტს.

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა ბუნების გამოკვლევა, მსხვერპლთა დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა ქალებისა და გოგონებისთვის. საქმეში, გენდერული მოტივის გამოკვეთის მიზნით, საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და ნათელი ხედვა, თუ რა უნდა იყოს მიჩნეული გენდერულ მოტივად. აუცილებელია, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, კონკრეტულ ფაქტებზე, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება. პროკურატურამ, ხოლო შემდგომ სასამართლომ გამოკვეთოს დანაშაულის ჩადენის მოტივი, რაც გამოიწვევს პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად. არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობისთვის ეფექტიან, დაზარალებულზე ორიენტირებულ, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივ მექანიზმებს. ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მართლმსაჯულება ხელმიუწვდომელი ან/და რთულად ხელმისაწვდომია.

სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი. მიმდინარე წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სექსუალური დანაშაულის არაერთი მძიმე შემთხვევა, რომელთა მსხვერპლებიც არასრულწლოვნები არიან. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები და მძიმე თანმდევი შედეგები ცხადყოფს, რომ პრობლემურია 16 წლამდე გოგონების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამოძიება და დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია.

სექსუალური ძალადობის მძიმე შემთხვევები მოითხოვს სახელმწიფოსგან მსგავსი დანაშაულების პრევენციაზე აქტიურ მუშაობას. ხოლო, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი უწყებების მხრიდან აუცილებელია სწრაფი, ეფექტიანი გამოძიების წარმოება, ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლების, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანი დაზარალებულების შესაბამისი ქმედითი დაცვისა და დახმარების სერვისებით აღჭურვა.

იძულებითი აბორტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით დაცული უფლებების სფეროში ექცევა. იძულებითი აბორტი, ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ერთ-ერთ რთულ ფორმადაა მიჩნეული ე.წ. სტამბოლის კონვენციის 39-ე მუხლით.

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულების მიუხედავად, იძულებითი აბორტის საკითხი დღემდე არ არის კანონმდებლობით რეგულირებული და სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში რაც შეიძლება სწრაფად აისახოს სტამბოლის კონვენციის მოთხოვნები, ცვლილებები შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში და მოხდეს იძულებითი აბორტისა და აბორტის იძულების შემთხვევების კრიმინალიზება.

იძულებითი ქორწინების საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობს, თუმცა იგი შეიძლება განიმარტოს, როგორც ქორწინება, რომელიც დაიდო ერთი, ან ორივე პარტნიორის თანხმობის გარეშე და, შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის ნების საწინააღმდეგოდ. იძულებითი და ნაადრევი ქორწინება, კანონსაწინააღმდეგო ბუნების გარდა, იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, რადგან ხშირ შემთხვევაში იძულებითი ქორწინების შემდეგ მსხვერპლს შეზღუდული აქვს ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა, სექსუალურ და რეპროდუქციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, განათლება, პირადი ცხოვრება, თავისუფლების უფლება და სხვა.

საია-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლში 2016-2019 წლებში იძულებითი ქორწინების ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, ასევე უფრო ხშირად ვაწყდებით ნიშნობის იძულების პრაქტიკასაც. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გააძლიეროს მუშაობა ნაადრევი ქორწინებისა და იძულებითი ქორწინების პრევენციის მიმართულებით, ვინაიდან საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით სწორედ პრევენციაა მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი გზა. ქორწინების მინიმალური ასაკობრივი ზღვრის დაწესება, გოგონებისთვის განათლების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია ქორწინების იძულების პრევენციის მნიშვნელოვანი ბერკეტებია.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, პანდემიის დროს იმატა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების რისკმა. COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების დასაცავად მათ სახლში დარჩენა უწევდათ, რითაც მოძალადეები სარგებლობდნენ და შექმნილ ვითარებას მსხვერპლების საწინააღმდეგოდ, მათზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებდნენ.

იმ ფონზე, როდესაც პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები მსოფლიო მასშტაბით ერთი მესამედით გაიზარდა, საქართველოში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის ოფიციალური მაჩვენებელი პანდემიის დროს საგრძნობლად არ გაზრდილა, რაც მსოფლიო ტენდენციის პირობებში გარკვეული კითხვის ნიშნის დასმის საფუძველია.

საგანგებო მდგომარეობისა, თუ პანდემიის პირობებში შემოღებული სხვადასხვა ზომები ამცირებდა მსხვერპლების დასახმარებლად ადვოკატების ჩართულობის შესაძლებლობებსაც, რაც ქალებისა და გოგონებისათვის დამატებითი ბარიერია მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად . გარდა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში, მსხვერპლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუბრკოლებლად მიიღონ სერვისები, რომლებსაც სთავაზობს სახელმწიფო და ჰქონდეთ მათ ამომწურავი ინფორმაცია. ერთი მხრივ, ეს ინფორმაცია უნდა იყოს მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ადგილობრივ დონეზე უზრუნველყოფდეს მათ დახმარებას და მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობას მსხვერპლთა დახმარებისა და მხარდაჭერის პროგრამების კუთხით, სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში, დახმარების რაიმე სახის ღონისძიებები არ განხორციელებულა.

ქალთა მიმართ ძალადობისთვის პრევენციისა და ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის შესაფარდებლად მნიშვნელოვანია: შეიქმნას პრევენციის სისტემური მექანიზმი, რომელიც დაგეგმავს პრევენციული ღონისძიებების გატარებას – ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით, მათ შორის შემდეგ საკითხებზე: ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადრეული და იძულებითი ქორწინება; ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, დაინერგოს და განხორციელდეს შესაბამისი პროფესიული გადამზადების პროგრამები; შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უზრუნველყონ სექსუალური ძალადობის ყველა შემთხვევის სათანადო აღრიცხვა, წარმართონ გამოძიება გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიით და ყველა შემთხვევაში გამოიყენონ დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი კვალიფიკაცია; საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანოს სქესობრივი დანაშულების დეფინიციაში, რითაც ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, მოახდინოს იძულებითი აბორტის და აბორტის იძულების კრიმინალიზაცია”, – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

რატომ გაითიშა საქართველოში დენი – სემეკ-ი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე, სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა წარადგინა საკუთარი მოსაზრება თუ რამ გამოიწვია 24 ივლისს სისტემაში მომხდარი ავარია, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა....

დაწვრილებითDetails

ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ალეკო ელისაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
მთავარი

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ. ამის შესახებ მისი ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. არსებული ინფორმაციით, ელისაშვილს ახალ ბრალს სასამართლოს უპატივცემულობისთვის წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 31 ივლისს, 13:00...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ გორში, კაფე-ბარში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

სამართალდამცავებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მამამკაცმა კაფე-ბარში დაწყებული კონფლიქტის გამო, ორ პირს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. „შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
რამდენ ხანს გაგრძელდება კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება
ეკონომიკა

,,საქსტატის” წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, გვიან ღამით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის...

დაწვრილებითDetails

ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა
მთავარი

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა მათი თა­ნა­მებ­რძო­ლის ზაალ ლა­ტა­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და.   ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ...

დაწვრილებითDetails

გორში რამდენიმე ადამიანიბდაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორში, ცენტრალურ მოედანზე, ერთ-ერთ პაბ-რესტორანთან პოლიციაა მობილიზებული. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული რესტორნის შენობის პერიმეტრი. ამ დროისთვის, დაზუსტებით უცნობია, კონკრეტულად რა მოხდა რესტორანში, თუმცა ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ მოხდა დაჭრის...

დაწვრილებითDetails

სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
მთავარი

ოჯახის წევრები და ახლობლები წყალწითელაზე ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა კაცს გლოვობენ. ,,ვაიმე რამწარე ხარ და ყველას ტკივილო ათუკო შვილო 😥😥😥მოფრინავს შენი გამწარენილი დედა ამდილით ჩემი თბილი მაიკო როგორ გაამწარე როგორ ჩაგიკრას...

დაწვრილებითDetails

ზღვაში კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო - წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშვეებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"