LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა ინტელექტუალური თამაში წარადგინა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა

რა ინტელექტუალური თამაში წარადგინა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა

დაპოსტა 2021/03/08-ში
A A
837
ნახვა
გაზიარება

მათემატიკურ პროექტ – KIU Visual Math Fest-ის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინო ჩხაპელიამ მეგობრებთან ერთად Adventure in Math წარადგინა.

როგორც  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან იუწყებიან, ეს არის ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში, რომელიც უკავშირდება სტუდენტების მიერ გასულ სემესტრში მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში მიღებულ ცოდნას.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, თამაში მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, მარტივად, ხალისიანად გაეცნონ მათემატიკას და გაიარონ მათთვის საინტერესო საკითხები. მათივე ცნობით, ინოვაციური პროექტი მოსწავლეებს სწავლას გაუმარტივებს და მათემატიკას შეაყვარებს.

„ბავშვობიდან ვოცნებობდი ევროპულ უნივერსიტეტში ცოდნის მიღებაზე. როგორც კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, საქართველოში გაჩნდა ჩემი ოცნებების სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა თავი იღბლიან ადამიანად მივიჩნიე. KIU საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურით, კვალიფიციური აკადემიური პერსონალითა და TUM-თან სინთეზირებული საგანმანათლებლო პროგრამებით უპირველესია მთელ რეგიონში. სწავლა რთულია, თუმცა ფინანსური და მორალური ხელშეწყობა, გერმანელ და ქართველ პროფესორებთან თანაცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა გვიადვილებს ხარისხიანი განათლების მიღებას. სხვადასხვა სახის სტიპენდია, საოლიმპიადო წრე, ზამთრის სკოლა, STEM მიმართულების პროექტები, გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს მოტივაციას გვიზრდის. რაც მთავარია, უნივერსიტეტი მიღებული ცოდნისა და საკუთარი თავის რეალიზებაში გვეხმარება. ამის ნათელი მაგალითია KIU Visual Math Fest, რომელშიც საუკეთესო გუნდთან ერთად ვმონაწილეობ. ეს ფესტივალი ნამდვილად სიახლეა საქართველოში. მიხარია, რომ საყვარელ პროფესიას ვეუფლები და KIU-ს სტუდენტი ვარ“, – ამბობს ნინო ჩხაპელია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნინო ჩხაპელიას შესახებ ინფორმაციასაც აქვეყნებს.

„ნინო ჩხაპელია გამყოფი ხაზის პირას მცხოვრები ახალგაზრდა გოგონაა. მან საშუალო განათლება წალენჯიხაში, სოფელ მუჟუვას საჯარო სკოლაში მიიღო და სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრა. ნიჭიერ და მიზანდასახულ გოგონას პატარა ასაკიდან კარგად ჰქონდა გააზრებული თავისუფალი, დამოუკიდებელი მომავლის შექმნაში რა როლი აქვს განათლებას. სურდა კარგად ესწავლა და მაგალითის მიმცემი ყოფილიყო როგორც თანასოფლელების, ისე პირობითი საზღვრის მიღმა მყოფი ახალგაზრდებისთვის. ნინოს სწავლასთან ერთად სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უწევდა ჩართვა, ხანდაზმულ ბებოს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდა და პროცესი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. მიუხედავად მაღალმთიანი სოფლის ყოფითი პირობების და მწირი რესურსებისა, ის აქტიურად ცდილობდა ჩართულიყო სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. ამაში ადგილობრივი პედაგოგიც ეხმარებოდა, რომელმაც გოგონას STEM დისციპლინები და მათემატიკა შეაყვარა. ნიჭიერი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა და წარმატებებს აღწევდა Kings-ის, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსში. გერმანული ენის კონფერენციაში მისმა ნაშრომმა პირველი ადგილი მოიპოვა. ამის შემდეგ ნინომ გერმანული ენის კურსები გაიარა „გოეთეს სახლში“ და კიდევ უფრო განიმტკიცა ენის ცოდნა.

ნინო ბავშვობიდან ოცნებობდა ევროპის წამყვან უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მიღებაზე. ეს ყოველივე კი საჭირო რესურს და შესაძლებლობას მოითხოვდა და რთულად მისაღწევ მიზნად მიაჩნდა. მისმა შრომისმოყვარეობამ და სიბეჯითემ კი გასულ წელს შესაბამისი შედეგიც გამოიღო და ამჟამად იგი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობს. KIU-ში ჩაბარებით კი ბავშვობის ოცნება აისრულა და დღეს ხარისხიან ევროპულ განათლებას იღებს. მოსწონს გერმანული საგანმანათლებო მოდელი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს. რთული და დატვირთული სასწავლო რეჟიმის პარალელურად ახერხებს იყოს აქტიური სტუდენტი და მონაწილეობა მიიღოს KIU-ს ღონისძიებებში“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება335

დაკავშირებული -პოსტები

რატომ გაითიშა საქართველოში დენი – სემეკ-ი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე, სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა წარადგინა საკუთარი მოსაზრება თუ რამ გამოიწვია 24 ივლისს სისტემაში მომხდარი ავარია, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა....

დაწვრილებითDetails

ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ალეკო ელისაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
მთავარი

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ. ამის შესახებ მისი ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. არსებული ინფორმაციით, ელისაშვილს ახალ ბრალს სასამართლოს უპატივცემულობისთვის წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 31 ივლისს, 13:00...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ გორში, კაფე-ბარში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

სამართალდამცავებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მამამკაცმა კაფე-ბარში დაწყებული კონფლიქტის გამო, ორ პირს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. „შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
რამდენ ხანს გაგრძელდება კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება
ეკონომიკა

,,საქსტატის” წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, გვიან ღამით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის...

დაწვრილებითDetails

ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა
მთავარი

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა მათი თა­ნა­მებ­რძო­ლის ზაალ ლა­ტა­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და.   ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ...

დაწვრილებითDetails

გორში რამდენიმე ადამიანიბდაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორში, ცენტრალურ მოედანზე, ერთ-ერთ პაბ-რესტორანთან პოლიციაა მობილიზებული. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული რესტორნის შენობის პერიმეტრი. ამ დროისთვის, დაზუსტებით უცნობია, კონკრეტულად რა მოხდა რესტორანში, თუმცა ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ მოხდა დაჭრის...

დაწვრილებითDetails

სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
მთავარი

ოჯახის წევრები და ახლობლები წყალწითელაზე ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა კაცს გლოვობენ. ,,ვაიმე რამწარე ხარ და ყველას ტკივილო ათუკო შვილო 😥😥😥მოფრინავს შენი გამწარენილი დედა ამდილით ჩემი თბილი მაიკო როგორ გაამწარე როგორ ჩაგიკრას...

დაწვრილებითDetails

ზღვაში კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო - წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშვეებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"