ხვალიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება.
კერძოდ, 8 მარტიდან:
- სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება;
- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ (შაბათ-კვირის გარდა);
- არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც მოლები, ასევე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.
ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.










