ზესტაფონში, ცენტრალურ ქუჩებზე გაჭიანურებული სამუშაოები მოსახლეობამ აქციით გააპროტესტა. ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სამი მთავარი ქუჩა ექვსი თვეა პარალიზებულია.
მოსახლეობის აქციას “ნაციონალური მოძრაობა” შეუერთდა. ოპოზიციის განცხადებით, ტენდერებში იმ კომპანიებს ამარჯვებინებენ, რომლებიც სამუშაოებს ვერ ასრულებენ.