ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება.
ინფექციური საავადმყოფოს მკვლევარები დღეიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ პაციენტებს დაურეკავენ, რომლებიც თბილისში როგორც ბინაზე, ასევე კოვიდკლინიკებში მკურნალობდნენ და მათი მონაცემები ერთიან ბაზაშია.
“კვლევის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ დავადგინოთ პოსტკოვიდური სინდრომი რამდენ პროცენტს აღმოაჩნდება, რამდენს არა. რამდენი იქნება ქალი და რამდენი კაცი, როგორი იქნება ასაკობრივი განაწილება. ვის აღმოაჩნდება უფრო ხშირად, ის, ვინც ჰოსპიტალში იყო და გადაიტანა თუ ის, ვინც ბინაზე იყო და იქ გადაიtანა. პაციენტებს უკვე ორშაბათიდან, 8 მარტიდან მივიღებთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება კვლევაში ჩასართავი პაციენტების ოდენობას, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მონაცემების სარწმუნოობისთვის 400 კოვიდგადატანილი მოქალაქეც საკმარისია, თუმცა, ის მეტი სანდოობისთვის 500-მდე პაციენტის გამოკვლევას გეგმავს.
“ახლა ასეა – პაციენტებს რაღაც შეაწუხებს, ვთქვათ, თავის ტკივილი ან გულკს ჩივილები, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. და თავისი სურვილით მიდის ექიმთან. ეს არ არის სისტემაში მოყვანილი. ჩვენ ამ კვლევის შემდეგ გვეცოდინება პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტს რა სავალდებულო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.










