LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას – რატომ ვერ შემოდის პროდუქტი ქვეყანაში

ადგილობრივების გრძნობებზე თამაშობენ – ლევან დავითაშვილი “ნამახვანჰესზე”

დაპოსტა 2021/03/04-ში
A A
3.1k
ნახვა
გაზიარება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერისგან მიღებული დავალების საფუძველზე, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად ჩავა და ადგილზე გაეცნობა ნამახვანის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოსახლეობის პროტესტის მიზეზებს.

მინისტრი თვლის, რომ მათ ხელთ არსებული საექსპერტო დასკვნების საფუძველზე მოახერხებენ მოსახლეობის დარწმუნებას და პროექტი წარმატებით განხორციელდება.

ლევან დავითაშვილის თქმით, შეხვედრები დაგეგმილია ცაგერის მუნიციპალიტეტსა და ქუთაისში. ქვედა ნამახვანი იმერეთშია განთავსებული და მოიცავს წყალტუბოს რაიონის სოფლებს. მინისტრის თანახმად, მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მხოლოდ ქვედა ნამახვანზეა გაცემული.

ლევან დავითაშვილის თქმით, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ბევრ საექსპერტო ჯგუფთან კომუნიკაციითაა მიღებული, თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობის ფართო ფენებისთვის მიწოდებული ინფორმაცია საკმარისი არ აღმოჩნდა და აუცილებელი გახდა დამატებითი კომუნიკაცია. ლევან დავითაშვილი ამობოს, რომ გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში მიღებული დასკვნები იქნება ის არგუმენტი, რომლითაც ადგილობრივ მოსახლოებას დაელპარაკებიან.
„ალპებში მსგავსი რელიეფი, მსგავსი გარემო პირობებია და იქ არის ყველაზე მეტად განვითარებული ჰიდროელექტროენერგიის გენერაცია, მათ შორის ასეთი ტიპის კაშხლები, რომელიც აქ არის მოცემული და იქ დაშვებულია და შესწავლილია, რომ ფაქტობრივად თეორიული შანსიც არ არსებობს იმისი, რომ მიწისძვრის შედეგად მოხდეს ასეთი დამბის გარღვევა, რომელიც არ ყოფილა ისტორიაში ასეთი კონსტრუქციის ნაგებობებთან მიმართებით. ფაქტობრივად გამოირიცხება და ამას ამბობენ, ყველაზე მაღალი რეპუტაციის ექსპერტები, მაშინ როცა ჩვენ გვესმის საწინააღმდეგო, არაფერზე დაფუძნებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ასევე დაგაინტერტესებთ:

„ნამახვანჰესი“ ჩვენი იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს – ნათია თურნავა

რას აცხადებენ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე

მისი სიტყვებით, გულსატკენია, რომ ისეთი ტიპის საკითხებზე საუბრისას როგორიცაა კლიმატზე ზემოქმედება, გეოლოგიური საფრთხეები, როგორია ქანები და ა.შ. აპელირებენ, თითქოს არ ყოფილა საჯარო განხილვები. მინისტრის განცხადებით, გარემოზე ზემოქმედების ანგარიში ქვეყნდებოდა საიტზე და ოპონენტებმა ეს იციან. ლევან დავითაშვილს უჩნდება ეჭვი, რომ „ამ ადამიანებს გარკვეული დღის წესრიგი გააჩნიათ, ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ცდილობენ მათი გრძნობები გამოიყენონ“, რაც მისი შეფასებით, უპასუხისმგებლობაა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა შევქმნათ სწორი, ობიექტური აზრი და პატივი უნდა ვცეთ მოსახლეობის აზრს. რამდენადაც დიდი იქნება გამოწვევა იმდენად დიდი იქნება ჩვენი პასუხი. ეს არის ბევრი ჯგუფი, ეს არის ადგილობრივები, სხვადასხვა ენთუზიასტები, ვითომ ექსპერტული ჯგუფების წარმომადგენლები, ასეთივე არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.“, – ამბობს ლევან დავითაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას “ნამახვანჰესზე” სასაუბროდ რეგიონში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა დაავალა. მინისტრებმა დავალება მთავრობის სხდომის დაწყებამდე მიიღეს.

თუ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ის საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი იქნება. ჰესის საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება.

კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 60 მეტრი იქნება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი.

შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.

ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე ოთხი თვეა აპროტესტებს და მოითხოვს, კომპანია “ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა.

გაზიარება1242

დაკავშირებული -პოსტები

ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ნისლი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს: 30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა
მთავარი

სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ეს წყალია სიკვდილის წყალი – ცნობილია წყალწითელაზე დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
60 წლამდე კაცი მდინარე თერგში გადავარდა და დაიღუპა
მთავარი

მდინარე წყალწითელაში 30 წლის ავთო ცაავა დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის გადარჩენას შემთხვევის ადგილზე მყოფი მისივე მეგობარი და კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. „აღარასდროს აღარავინ ჩახვიდეთ ამ ადგილას. უმორჩილესად...

დაწვრილებითDetails

იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის...

დაწვრილებითDetails

წყალწითელაზე ახალაგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

წყალწითელაზე ახალაგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც მოქალაქეები წერენ შემთხვევა გუშინ წყალწითელას ხიდთან მოხთა. გარდაცვლილია 27 წლის მაღლაკელი მამაკაცი. ,,საშინელი ადგილია, მოკლედ წელი არ გავა რომ მანდ მსხვერპლი...

დაწვრილებითDetails

შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.   საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.  ...

დაწვრილებითDetails

ტაქსის მძღოლმა ბენზინი გადაისხა – კაცი კლინიკაშია გადაყვანილი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მამაკაცმა ბენზინის წაკიდების შედეგად დამწვრობა მიიღო - Qartli.ge-ს ცნობით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი ტაქსის მძღოლია. ემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ,,ქართლის ამბებს" კლინიკაში განუცხადეს, დამწვრობა 70-80%...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში ქალი დაჭრეს – შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს – “აჭარა თაიმსი”

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ქობულეთში ქალი დაჭრეს - შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს - ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. ქობულეთში დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივთა თქმით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც კაცმა ქალი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოში გაუჩინარებულ ცნობილ ტაილანდელ ვლოგერს ეძებენ
მთავარი

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც  ცნობილია, ის საკუთარ დროებით საცხოვრებელში, გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახეს. ინფორმაციას bmg ავრცელებს. შსს-ს ცნობით, საკითხზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"