LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ქუთაისის მერიის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით მოლკაპარაკებები ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიმდინარეობს” – ქუთაისის მერია

როგორ გადაანაწილა ქუთაისის მერიამ დაზოგილი თანხები

დაპოსტა 2021/03/04-ში
A A
458
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის მერიამ დაზოგილი თანხები სოციალური მიმართულებებით გადაანაწილა – ინცორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

„ ჩვენ, როგორც ანგარიშვალდებულ და პასუხისმგებლიან ადგილობრივ თვითმმართველობას, გვსურს მოსახლეობას მივაწოდოთ სანდო და ზუსტი ინფორმაცია, ქუთაისის მერიის მიერ გაწეული და დაგეგმილი ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ.
საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მიზნით, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაში ერთმანეთში არეულია 2020 წლის ფაქტობრივი და 2021 წლის გეგმური ხარჯები.
2020 წელს, ჯამურად, დაახლოებით 200 000 ლარის ადმინისტრაციული ხარჯი დაიზოგა, რაც სოციალური მიმართულებებით გადანაწილდა.
2020 წელს 65 000 ლარით შემცირდა სამივლინებო ხარჯები, ხოლო 65%-თ შემცირებულია წარმომადგენლობითი ხარჯები. გასულ წელს, წარმომადგენლობითი ხარჯებიდან დაფინანსდა ქორქია-საკანდელიძის სახელობის სტუმრების მომსახურება, ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით ქალაქ ქუთაისში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფების კვებითი მომსახურება. ასევე, შეძენილი იქნა კოვიდ 19-თან ბრძოლაში ჩართული ექიმებისთვის გადასაცემი საჩუქრები.
2021 წელს ქუთაისის მერიას არ გაუწევია არანაირი სარესტორნე ხარჯი და ტყუილია ინფორმაცია, რომ მერიის ხელმძღვანელი პირები რესტორნებს სტუმრობდნენ.
2020 წელს დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, როდესაც ქალაქში არ მოძრაობდა საქალაქო ტრანსპორტი, მერიის თანამშრომლებს უხდებოდათ მოქალაქეების კონკრეტული საჭიროებების მიხედვით უშუალოდ მისამართზე მომსახურება. მიუხედავად ამისა, საწვავის მოხმარება არ გაზრდილა და წინა წლების საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს ემთხვევა. ამასთან, განვმარტავთ, რომ მერიის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო პროცესი არ შეწყვეტილა პანდემიის მიუხედავად. შესაბამისად, ტყუილია ინფორმაცია გახარჯული საწვავის არამიზნობრიობის შესახებ.
თვითმმართველობის 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები არის მოსახლეობის სოციალური დაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
გასულ წელთან შედარებით, ნახევარ მილიონზე მეტითაა გაზრდილი სოციალური პროგრამების ბიუჯეტი. ქალაქში ყველა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სერვისით, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 200 000 ლარი გამოიყო.
ბიუჯეტში გათვალისწინებულია 200 000 ლარიანი ფონდი ქალაქში პანდემიის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად, ასევე, 40 000 ლარით დაფინანსდება სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ონლაინ სწავლების მიზნით ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. 60 000 ლარით დაფინანსდება საგანმანათლებლო პროექტი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის.

ქვეყანაში და ქალაქში პანდემიით გამოწვეული სხვადასხვა სოციალური გამოწვევის დასაფინანსებლად, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გამოიყოფა სხვა რესურსები, პრიორიტეტების მიხედვით გამოთავისუფლდება ხარჯები, როგორც ეს თვითმმართველობამ გასულ წელს გააკეთა.
2021 წელს ქალაქი 4 მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებას მასპინძლობს. მსგავსი მასშტაბის და რანგის ღონისძიებებისათვის ბიუჯეტში გაწერილი ადმინისტრაციული ხარჯების მიზანია ქალაქის ისტორიული, ეკონომიკური, საინვესტიციო , კულტურული, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.
2021 წელს, ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის გამოყოფილია 310 000 ლარი და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ მიმართულებით ქალაქი მილიონობით ლარს დახარჯავს, წარმოადგენს ტყუილს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ქალაქში 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება. აღნიშნული თანხის მოცულობა და პროექტების ჩამონათვალი წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.“- აცხადებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე.

გაზიარება183

დაკავშირებული -პოსტები

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და ენერგიული იქნება. კარგი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და ახალი პროექტების დასაწყებად. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება....

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ნისლი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს: 30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა
მთავარი

სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ეს წყალია სიკვდილის წყალი – ცნობილია წყალწითელაზე დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
60 წლამდე კაცი მდინარე თერგში გადავარდა და დაიღუპა
მთავარი

მდინარე წყალწითელაში 30 წლის ავთო ცაავა დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის გადარჩენას შემთხვევის ადგილზე მყოფი მისივე მეგობარი და კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. „აღარასდროს აღარავინ ჩახვიდეთ ამ ადგილას. უმორჩილესად...

დაწვრილებითDetails

იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის...

დაწვრილებითDetails

წყალწითელაზე ახალაგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

წყალწითელაზე ახალაგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც მოქალაქეები წერენ შემთხვევა გუშინ წყალწითელას ხიდთან მოხთა. გარდაცვლილია 27 წლის მაღლაკელი მამაკაცი. ,,საშინელი ადგილია, მოკლედ წელი არ გავა რომ მანდ მსხვერპლი...

დაწვრილებითDetails

შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.   საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.  ...

დაწვრილებითDetails

ტაქსის მძღოლმა ბენზინი გადაისხა – კაცი კლინიკაშია გადაყვანილი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მამაკაცმა ბენზინის წაკიდების შედეგად დამწვრობა მიიღო - Qartli.ge-ს ცნობით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი ტაქსის მძღოლია. ემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ,,ქართლის ამბებს" კლინიკაში განუცხადეს, დამწვრობა 70-80%...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში ქალი დაჭრეს – შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს – “აჭარა თაიმსი”

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ქობულეთში ქალი დაჭრეს - შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს - ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. ქობულეთში დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივთა თქმით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც კაცმა ქალი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"