ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. როგორც ქუთაისის საავტომობილო სადგურზე აცხადებენ მგზავროფისმა ფასმა 3 ლარით მოიმატა და 15 ლარი გახდა. როგორც მძღოლები ამბობენ ფასის მატება ქვეყანაში შექმნილმა კრიზისმა და საწვავის ფასის მატებამ გამოიწვია.
რაც შეეხება სხვა ქალაქებს, აქ ჯერ მგზავრობის ღირებულება არ გაზრდილი, თუმცა მძღოლები ვარაუდობენ რომ ფასები მათ რეისებზედაც მოიმატებს.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა საქართველოს მასშტაბით დღეიდან განახლდა. მგზავრობისას სავალდებულოა პირბადის ტარება.