ქუთაისის საპროტესტო კარავი, რომელიც ქალაქის ცენტრალყრ ბულვაში, მერიის წინ არის განთავსებული თბილისში გადააქვთ. ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრქობის” ფრაქციის თავმჯდომარემ ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით საპროტესტო კარავი, ხვალიდან თბილიში, პარლამენტის წინ განთავსდება და ქვეყნის მთავარი საპროტესტო ტალღას შეურთდება, რომლის მთავარი მიზანი, გიგა შუშანიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაა.
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას და მის მიმართ გამოტანილ განაჩენს უსამართლოდ აფასებს. ორგანიზაციის შეფასებით, „კანონმდებლობაში შეტანილი რეპრესიული ხასიათის ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, არაპროპორციული ძალით იმოქმედოს კრიტიკულად...









