საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მიტროპოლიტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უარი თქვას ძალადობაზე და კონფრონტაციულ რიტორიკაზე.
„ამერიკის კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიული კონსტიტუციების დედად ითვლება, ორი სიტყვით იწყება და ეს ორი სიტყვა არის საძირკველი არა მარტო ამერიკული, არამედ ყველა დემოკრატიისა. ეს სიტყვებია: „ჩვენ, ხალხი.“
ხალხი ზოგადად და ადამიანი კონკრეტულად არის უზენაესი ღირებულება, რომელსაც ემსახურება ყველაფერი: სახელმწიფო, მთავრობა, პარლამენტი, პოლიცია… ხალხის სახელით ადამიანის შეურაცხყოფა დამახასიათებელია ყველა ორიენტაცია-დაკარგული ხელისუფლებისა და რეჟიმისა, რომლებსაც მომავალი არა აქვთ.
მოვუწოდებთ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უარი თქვას ძალადობაზე და კონფრონტაციულ რიტორიკაზე“,- წერია გავრცელებულ განცხადებაში