LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„შლაპას“ კრიმინალურ დინასტია – ფარული ჩანაწერები და გამოძიებები

„შლაპას“ კრიმინალურ დინასტია – ფარული ჩანაწერები და გამოძიებები

დაპოსტა 2021/02/18-ში
A A
572
ნახვა
გაზიარება

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართველი „კანონიერი ქურდის“, როლანდ გეგეჭკორის მიმართ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რაც კრიმინალურ იერარქიაში მაღალ საფეხურზე ყოფნას, ანუ დანაშაულბრივი დაჯგუფების ხელმძღვანელობას გულისხმობს. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, გეგეჭკორი იყენებს თავის პოზიციას კრიმინალურ იერარქიაში, ავტორიტეტს და კრიმინალურ გარემოში გავლენას, დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი საქმიანობის ორგანიზების, წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით, ”რის გამოც საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“.

ამჟამად საქმეზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისი ზომები ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

ვიდეო: როგორ სძალავდნენ ფულს ე.წ კანონიერი ქურდები ბიზნესმენებს ↓

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ როლანდ გეგეჭკორთან დაკავშირებული კრიმინალური დაჯგუფება საქართველოშიც დააპატიმრეს, მათ შორის ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით აიყვანეს – 61 წლის როინ გეგეჭკორი და 56 წლის კახა ქირია დააპატიმრა.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ორივე პირს კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ როლანდ გეგეჭკორთან, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „შლაპას“ მეტსახელით იცნობენ – როინ გეგეჭკორი „შლაპას“ ძმა, კახა ქირია კი მისი უახლოესი გარემოცვის წევრია.

როგორ სძალავდნენ ფულს ბიზნესმენებს? რა ფარული ჩანაწერი ვრცელდება ამ საქმეზე და რა ვიცით გეგეჭკორების კრიმინალური დინასტიის შესახებ, სადაც ერთი ოჯახის ოთხი წევრი „კანონიერი ქურდის“ სტატუსს ფლობს

„2020 წლის 18 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა გამართეს ქურდული გარჩევა, რომელზეც აღნიშნული ბიზნესმენები მათ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ – როლანდ გეგეჭკორს ინტერნეტის საშუალებით გაასაუბრეს.

ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ბიზნესმენებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე 10 000 – 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.

როლანდ გეგეჭკორმა, ასევე, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების თანხა მომავალში თანაბრად განაწილებულიყო ბიზნესმენებსა და მას შორის“, – აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მას შემდეგ დააკავეს, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მათ მოთხოვნილი თანხა – 10 000 ლარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9987 ლარი და „გეკოს“ ტიპის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

როლანდ გეგეჭკორი „კანონიერ ქურდად“ 1985 წელს, 27 წლის ასაკში „აკურთხეს“.

აღსანიშნავია, რომ ის ცნობილი კრიმინალური დინასტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია. „კანონიერი ქურდები“ იყვნენ მისი ძმა და მამა – რაულ და ნოე გეგეჭკორებიც.

ამჟამად იგივე სტატუსს ფლობს როლანდ გეგეჭკორის ვაჟი, რუსლან გეგეჭკორიც, რომელსაც „შლაპა უმცოროსის“ და „ზიზოს“ მეტსახელებით იცნობენ.

33 წლის „შლაპა უმცროსის“ სახელი ფიგურირებს შსს-ს მიერ მიმდინარე გასული წლის მარტში ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რა დროსაც ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ოთხი პირი დააპატიმრეს. მათ კავშირი ჰქონდათ რუსლან გეგეჭკორთან, რომელიც ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის საქმეს უცხოეთიდან, სკაიპის მეშვეობით არჩევდა.

primetime.ge

გაზიარება229

დაკავშირებული -პოსტები

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს- პროკურატურა

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. უწყების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა...

დაწვრილებითDetails

თბილისში მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ მეორე მუშა მოკლა

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

სიტყვიერი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - თბილისში, მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ მეორე მუშა ცივი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მოტივი ფინანსური დავა იყო. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან...

დაწვრილებითDetails

ლევან ახობაძე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 22, 2026
0
ლევან ახობაძე დააკავეს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა. შესაბამისი განცხადება სუს-ში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე....

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

by მეგა TV
მაისი 22, 2026
0
ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
მთავარი

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 46 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 22, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. შსს-ს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 46 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – იემენის, პაკისტანის, ინდოეთის, თურქმენეთის, ჩინეთის,...

დაწვრილებითDetails

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი იმერეთში – რა დეტალებს აქვეყნებს შსს

by მეგა TV
მაისი 21, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში,...

დაწვრილებითDetails

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული, თურქეთის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს სამი მოქალაქე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” წევრობისთვის დააკავეს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პანკისის ხეობაში, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"