ქუთაისში პირველი ელექტრომობილის წარმოება და ევროპის ბაზარზე ექსპორტირება 2020 წლიდან ანონსდებოდა. 2019 წლის 27 მაისს შპს „ბიგ სერივისს“ 1 ლარად 68 233 693 ლარის ღირებულების მიწა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით გადაეცა. კერძოდ, კომპანიას არაუმეტეს 2 წლის ვადაში (არაუგვიანეს 27.05.2021 წლისა) ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო უნდა შეექმნა და შემდეგ არაუმეტეს 18 თვის ვადაში, მინიმუმ 5000 ერთეული ელექტრომობილის ეწარმოებინა. ამასთან, კომპანიას ვალდებულება აქვს, საწარმოს შექმნის და ფუნქციონირების დაწყების ვალდებულების შესრულებიდან არაუმეტეს 1 წლის ვადაში, არანაკლებ 300 ადამიანის მინიმუმ 18 თვის ვადით დაასაქმოს.
3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს
3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. ნათია იოსელიანის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები...









