LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა იმერეთში 15 მილიონ ლარზე მეტი ტენდერი მოიგო

ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა იმერეთში 15 მილიონ ლარზე მეტი ტენდერი მოიგო

დაპოსტა 2021/02/16-ში
A A
93
ნახვა
გაზიარება
ბიძინა ივანიშვილის ნათესევმა იმერეთში 15 მილიონ ლარზე მეტი ტენდერი მოიგო – ამის შესახებ მფლანგველი დეტექტორი წერს:

“?
 ინდმეწარმე მურმან ტოგონიძემ 100-დან 72 ტენდერში გაიმარჯვა, 28-ში უკონკურენტოდ, ხოლო 17-ში კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე.

? 72 მოგებული ტენდერიდან 70 საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებზე მოდის, კერძოდ 56 ტენდერი საჩხერეში მოიგო, 14 კი ჭიათურაში.

? საჩხერეში, რომლის 2020 წლის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარი იყო, ბიძინა ივანიშვილის ნათესავის მიერ მოგებული ტენდერების ჯამური თანხა 12.5 მილიონ ლარს შეადგენს.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უფრო დეტალურად:
“მურმანი ტოგონიძე საჩხერელი ინდივიდუალური მეწარმე და რამდენიმე კომპანიის მფლობელია. ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის მულის ქმარია. მის მფლობელობაში ორი კომპანიაა, შპს „მშენინვესტი“ (ს/კ 439395600 ) და შპს „აგროსაჩხერე“ (439395450).
ტოგონიძე აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში და უმეტესწილად იმარჯვებს კიდეც. იგი ინდივიდუალურ მეწარმედ 2006 წლის 2 ნოემბერს დარეგისტრირდა, თუმცა ელექტრონულ შესყიდვებში 2014 წლის სექტემბრამდე არ მიუღია მონაწილეობა. 2014 წლიდან დღემდე იგი 100 ტენდერის მონაწილეა, აქედან 72 შემთხვევაში გაიმარჯვა. იგი ძირითადად საჩხერისა და ჭიათურის მერიის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში მონაწილეობს. ჯამში ტოგონიძემ 15,609,160 ლარის ტენდერები მოიგო. აქედან უკონკურენტოდ 28 ტენდერი და 5,526,853 ლარის ხელშეკრულება გაუფორმეს, დისკვალიფიკაციით 3,926,091 ლარის ღირებულების 17 ტენდერი, ფასის კლებითა და დაბალი ფასებით 27 ტენდერი, რომელთა სახელშეკრულებო თანხა 6,156,215 ლარს შეადგენს.
ტოგონიძეს, როგორც ინდᲛეწარმეს 72 ტენდერიდან 56 საჩხერეში აქვს მოგებული. მათი სახელშეკრულებო თანხა – 12,486,816 ლარს შეადგენს. ჭიათურაში კი 14 ელექტრონულ შესყიდვაში 1,695,215 ლარის ხელშეკრულება გაუფორმეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტმა 1,276,188 ხელშეკრულება ერთ ტენდერში გაუფორმა, რომელიც (NAT200006639) ინდ.მეწარმემ დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო. ერთმანეთს 7 კომპანია/ინდ. მეწარმე დაუპირისპირდა. ტოგონიძეზე დაბალი თანხა მხოლოდ ერთ, შპს-ს „გი-ან 2011“ ჰქონდა შეთავაზებული და ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მას დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის შემდეგ ყველაზე დაბალი თანხით შესული ტოგონიძე გახდა და ხელშეკრულებაც სწორედ მას გაუფორმეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 1 ტენდერი აქვს მოგებული (NAT190005887). მას და შპს „ჯი ბი ჯი“ ერთნაირი თანხა ჰქონდათ შეთავაზებული, მაგრამ ხელშეკრულება მაინც ტოგონიძეს გაუფორმდა.
პანდემიის პირობებში ტოგონიძემ სახელმწიფოსთან 10 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა ჯამური საფასური 3,426,414 ლარია. 10 ტენდერიდან 5 კონკურენტის გარეშე მოიგო, 3 კონკურენტთა დისკვალიფიკაციით, ხოლო 2 ტენდერი დაბალი ფასით. სწორედ პანდემიის პირობებში, დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო ტოგონიძემ ზემო ხსენებული ტენდერი, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა (1,276,188 ლარი). 8 ტენდერი საჩხერის მუნიციპალიტეტში გაფორმდა 1,962,774 ლარზე. ერთი ელექტრონული შესყიდვა კი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ გააფორმა 149,153 ლარზე.” – წერს მფლანგველი დეტექტორი.
გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.   საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.  ...

დაწვრილებითDetails

ტაქსის მძღოლმა ბენზინი გადაისხა – კაცი კლინიკაშია გადაყვანილი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მამაკაცმა ბენზინის წაკიდების შედეგად დამწვრობა მიიღო - Qartli.ge-ს ცნობით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი ტაქსის მძღოლია. ემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ,,ქართლის ამბებს" კლინიკაში განუცხადეს, დამწვრობა 70-80%...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში ქალი დაჭრეს – შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს – “აჭარა თაიმსი”

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ქობულეთში ქალი დაჭრეს - შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს - ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. ქობულეთში დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივთა თქმით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც კაცმა ქალი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოში გაუჩინარებულ ცნობილ ტაილანდელ ვლოგერს ეძებენ
მთავარი

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც  ცნობილია, ის საკუთარ დროებით საცხოვრებელში, გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახეს. ინფორმაციას bmg ავრცელებს. შსს-ს ცნობით, საკითხზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე...

დაწვრილებითDetails

ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ
მთავარი

ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვით მიმართავს, სად გაქრა არხის საიტიდან მისი 350 ინტერვიუ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 1TV.GE უკაცრავად, მაგრამ პირადად რომ დავეკითხო, ისეთი გულშემატკივარი მანდ აღარ მეგულება და...

დაწვრილებითDetails

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს
მთავარი

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს. "გულშემატკივრებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია “ტორპედოსთვის” განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე, “შენგელია არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში “ტორპედოს“ ხელმძღვანელობა...

დაწვრილებითDetails

ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალს ჰიგიენის საშუალებებიც ემატება

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
მთავარი

ფასების შედარების სახელმწიფო პორტალზე, სასურსათო პროდუქტებთან ერთად, უახლოეს დღეებში 10-მდე არასასურსათო, ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის პროდუქტიც გამოჩნდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა, ქსელებმა ინფორმაციის ატვირთვა უკვე დაიწყეს და...

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, 60 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ოზურგეთის ერთ-ერთი ა(ა)იპ-დან შშმ პირი სხვისი დაწერილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს
მთავარი

პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელს 60 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. დავით ჭითანავა საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. "პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა პროცესზე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის 3 წევრი დააკავეს – სუს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალი უკვე წარუდგინა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები მითითებებს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"